Juan Pablo Montoya targets Indy 500 win after
"dream" IndyCar deal
16 სექტემბერი
ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლი, კოლუმბიელი ხუან პაბლო
მონტოია ღიაბორბლიანი ბოლიდებით რბოლებში ბრუნდება. მას შემდგ, რაც მას კონტრაქტი
არ გაუგრძელა ნასქარ-ის გუნდმა „ერნჰარდტ-განასიმ“ და პილოტმა განაცხადა, რომ ინდიქარ-ში
დაბრუნება სურს, მას მაშინვე კონტრაქტი შესთავაზა ამ სერიის ერთ-ერთმა ყველაზე
ტიტულოვანმა გუნდმა „პენსკემ“. მონტოიამ მაშინვე თანხმობა განაცხადა. ამგვარად, მომავალ
სეზონში ის პარტნუიორობას ავსტრალიელ უილ პაუერს და ინდი 500-ის სამგზის
გამარჯვებულს, ბრაზილიელ ჰელიუ კაშტრუნევიშს გაუწევს.
მონტოია ახლა 37 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ
დიდი ხანია, ფ1-დან წავიდა, კოლუმბიელი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრბოლია
მათ შორის, ვინც ფ1-ში არ ასპარეზობს. თავისი კარიერის განმავლობაში, მას ფ1-ის,
ნასქარ-ის, ინდი ქარის და კარტ-ის სერიებში უასპარეზია. კარტ-ში 1999 წელს თავის
სადებიუტო სეზონშივე გახდა ჩემპიონი, მომდევნო სეზონში კი პირველივე ცდაზე ინდი
500 მოიგო. ამერიკულ ღიაბორბლიან სერიებში მას 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
გარდა ამისა, კარტ-ში გადასვლამდე იყო ფ3000-ის
საერთაშორისო სერიის ჩემპიონი, მოგებული აქვს ფ1-ის მონაკოს დიდი პრიზი (2003
წელს), სულ ფ1-ში 7 რბოლა აქვს მოგებული (2001-2006 წლებში), 13-ჯერ პოულზე იდგა,
30-ჯერ კვარცხლბეკზე, ეკუთვნის 12 რბოლის უსწრაფესი წრე. ფ1-ში ჯერ „უილიამსში“
ასპარეზობდა (2001-2004 წლებში), შემდეგ კი „მაკლარენში“ (2005-2006 წლებში). 2003
და 2005 წლებში ლათინური ამერიკის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
„ძალიან მიხარია, რომ მომავალი სეზონიდან, ამ
ლეგენდარული გუნდის წევრი ვხდები. მე მსოფლიოს არაერთ საუკეთესო სარბოლ გუნდში ყოფნა
მოვასწარი. ამასთან, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი როჯერ პენსკეთი და მისი
ორგანიზაციით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ „პენსკეს“ მანქანით ასპარეზობა მომიწევს“,
- განაცხადა მონტოიამ.
„ხუანს
მოტორსპორტის ყველა დონეზე გამარჯვება გამოცდილი აქვს. მას არაერთი რბოლა და
ჩემპიონატი აქვს მოგებული და განსაკუთრებულად მგზნებარე ფანები ჰყავს. ჩვენ ველით,
რომ ჩვენთან წარმატებულ გამოსვლებს გააგრძელებს და დარწმუნებული ვართ, რომ მისი
მოსვლით, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა როჯერ პენსკემ.
No comments:
Post a Comment