Ford doubling 1.0L EcoBoost engine production
8 სექტემბერი
„ფორდის“ სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის
სერიის ძრავი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენად პოპულარულია, რომ ამერიკული
კომპანია მის წარმოებას აორმაგებს. გამოცემა „დეტროიტ ნიუსის“ ინფორმაციით, „ფორდმა“
თავის გერმანულ ქარხანაში მეორე ცვლა აამუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი
კონვეიერიდან, დღეში საშუალოდ 500-ის ნაცვლად, 1000 ცალ ასეთ ძრავს გამოუშვებს.
ძრავების წარმოების გაზრდა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც
ევროპაში წლიურად 300 000 ისეთი ავტომობილის გაყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც
სწორედ ამ ძრავით იქნება აღჭურვილი. ეს გეგმა კი 2015 წელს უნდა შესრულდეს. ამჟამად
ევროპა ერთადრთი ბაზარია, სადაც ერთლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავებით აღჭურვილი
(მათ შორის ეს ფოკუსიც, რომლის ძრავის სეგმენტსაც ფოტოზე ხედავთ) ავტომობილები
იყიდება. თუმცა მალე ეს ნაკლიც გამოსწორდება და ამ ძრავით აღჭურვილ „ფიესტას“
ამერიკელ მყიდველსაც შესთავაზებენ.
აღსანიშნავია, რომ მალე „ფორდს“ სხვა კომპანიებიც
მიბაძავენ და მყიდველს სამცილინდრიანი ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს
შესთავაზებენ. ანალიტიკოსთა გათვლებით, გლობალური მასშტაბით, ასეთი ავტომობილების გაყიდვების
რიცხვი 2018 წელს 9.8 მილიონს მიაღწევს. მალე სამცილინდრიანი ძრავებით თავიანთ
ავტომობილებს „ჯენერალ მოტორსი“, „ბეემვე“ და „მიცუბიში“ დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment