Monday, August 19, 2013

„ბეემვე“ წინა ამძრავიან პატარა სპორტსმენ Z2-ს გამოუშვებს

Report Says Front-Wheel Drive BMW Z2 Is Bound for 2016
19 აგვისტო
ჯერ ამაზე ლაპარაკი შესაძლოა ნაადრევია, მაგრამ რადგან მოდულურ პლატფორმა UKL1-ს ბავარიელები საკუთარი ბრენდისთვისაც გამოიყენებენ და მასზე მთელ ოჯახს დაამყნობენ, ადვილი სავარაუდოა, რომ ამავე პლატფორმაზე, მათს პატარა სპორტსმენსაც ვიხილავთ. სხვა თუ არაფერი, „ბეემვეს“ აქეთ ბაზრის წესი უბიძგებს - თუ მოგების გაზრდა გინდა, მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბეემვე“ 2016 წელს წინა ამძრავიან პატარა როდსტერ Z2-ს გამოუშვებს, გამოცემა „ავტო ექსპრესმა“ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილი დაახლოებით Z3-ის ზომის იქნება, ოღონდ წინა ამძრავი ბორბლებით იმუშავებს. Z20 ბავარიელთა გამაში, Z4-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს.
„ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, Z2 აღიჭურვება იმ 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც ბავარიელები უახლეს i3-ზე, სვლის სიშორის გასაზრდელად იყენებენ. გარდა ამისა, ძრავების გამაში, ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ბენზინის და დიზელის ძრავებიც შევა. მათგან ყველაზე მძლავრის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
„ავტო ექსპრესის“ ინფორმტორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ Z2-ის სასტარტო ფასი 20 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment