Report Says Front-Wheel
Drive BMW Z2 Is Bound for 2016
19 აგვისტო
ჯერ ამაზე ლაპარაკი შესაძლოა
ნაადრევია, მაგრამ რადგან მოდულურ პლატფორმა UKL1-ს ბავარიელები საკუთარი
ბრენდისთვისაც გამოიყენებენ და მასზე მთელ ოჯახს დაამყნობენ, ადვილი სავარაუდოა,
რომ ამავე პლატფორმაზე, მათს პატარა სპორტსმენსაც ვიხილავთ. სხვა თუ არაფერი,
„ბეემვეს“ აქეთ ბაზრის წესი უბიძგებს - თუ მოგების გაზრდა გინდა, მომხმარებელს
მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზე.
ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ „ბეემვე“ 2016 წელს წინა ამძრავიან პატარა როდსტერ Z2-ს გამოუშვებს,
გამოცემა „ავტო ექსპრესმა“ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილი
დაახლოებით Z3-ის ზომის იქნება, ოღონდ წინა ამძრავი ბორბლებით იმუშავებს. Z20
ბავარიელთა გამაში, Z4-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს.
„ავტო ექსპრესის“
ინფორმაციით, Z2 აღიჭურვება იმ 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავით,
რომელსაც ბავარიელები უახლეს i3-ზე, სვლის სიშორის გასაზრდელად იყენებენ. გარდა
ამისა, ძრავების გამაში, ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ბენზინის და დიზელის
ძრავებიც შევა. მათგან ყველაზე მძლავრის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
„ავტო
ექსპრესის“ ინფორმტორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ Z2-ის სასტარტო
ფასი 20 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment