Friday, August 23, 2013

„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი XJ განაახლა

Mild Updates for European Market 2014 Jaguar XJ
23 აგვისტო
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი სედანი XJ განაახლა. ავტომობილი გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა. სამაგიეროდ, მისი აღჭურვილობა გამდიდრდა და სალონი გაცილებით უფრო კომფორტული გახდა. სალონის ეკიპირებაში გაუმჯობესებული გასართობი მულტიმედიური სისტემა გამოჩნდა, რაც ამ ავტომობილით მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს და სასიამოვნოს გახდის.

განახლებული XJ-ს ძრავების გამა არ შეცვლილა. მასში ყველაზე პატარა ისევ ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოა, რომელიც 237 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შემდეგ მოდის ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლძლავრეც 335 ცხენის ძალაა, დიზელის 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც 271 ცხენის ძალას იძლევა, ასევე ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც ფორსირების ოთხი ხარისხით გამოირჩევა. ერთის სიმძლავრე 380 ცხენის ძალაა, მეორისა 464 ცხენის ძალა, მესამის 503 ცხენის ძალა და XJR-ზე დგას, 542 ცხენის ძალა. სიახლეა მხოლოდ ის, რომ საბაზო, ორლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიის სტანდარტულ ეკიპირებაში, ამიერიდან სისტემა სტოპ/სტარტიც შევა.

ბრიტანული კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრძელბაზიან მოდელებზე განსაკუთრებულად კომფორტული სალონის უკანა ნაწილია. უკანა სავარძლების მგზავრებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ დასაკეცი მაგიდით, რომელიც წინა სავარძლის ზურგზეა მოთავსებული, ასევე გასართობი სისტემით, რომლის მონიტორებიც წინა სავარძლის საკისრეების უკანა ნაწილშია დამაგრებული. უკანა სავარძლების ზემოთ ასევე გაზრდილია სივრცე, სავარძლებს მასაჟორები და ჰაერის ინდივიდუალური გაგრილების სისტემა ემსახურება. კომფორტზე ორიენტირებულია უკანა ბორბლების საკიდარი.
ყველა მოდელის ეკიპირებაში შევიდა კარის რბილად დახურვის მოწყობილობა, გასართობი სისტემები, ორ-ორი სენსორული მონიტორით და ოპციის სახით შეგიძლიათ დააყენოთ „მერიდიანის“ სისტემა „კონვერსეიშნ ესისტ“, რომელიც სპიკერების სისტემის დახმარებით, სალონში მყოფთა ხმას აძლიერებს.

No comments:

Post a Comment