დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 22, 2013

„ფოლკსვაგენი“ ფრანკფურტში: „e-გოლფი“, „გოლფ R“ და კიდევ ერთი...

Electrifying moments: The Volkswagen stand at IAA 2013
Highlight cars: e-Golf, new Golf R plus one further world premiere
22 აგვისტო
„ფოლკსვაგენმა“ ფრანკფურტის 65-ე მოტორ შოუსთვის თავისი გეგმები გაგვაცნო - გერმანული კომპანია შოუს დამთვალიერებლებს თავის სამ ძირითად სიახლეს წარუდგენს, რომელთაგან ორი „გოლფის“ ვარიანტია, ერთი კი ავტომობილი, რომელსაც ჯერ ინკოგნიტოდ ინახავს. საერთო ჯამში კი ვოლფსბურგელთა საგამოფენო პავილიონში ელექტრომობილების სიმრავლე იქნება თვალში საცემი. ელექტრული „გოლფის“ გარდა, იქ XL1-ს და e-up!-საც ნახავთ.
„ფოლკსვაგენმა“ 3.0 დარბაზში თითქმის 9000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიქირავა, სადაც უზარმაზარი, 61 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შუქდიოდური ეკრანი/კედელი მოათავსა. ამ ეკრანზე კომპანიის ყველაზე ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებს და ავტომობილებს გაგვაცნობენ. მთავარი თემა იქნება „თინქ ბლიუ“, რომლის გარდა, ეკრანზე ნახავთ „ფოლკსვაგენის“ სრულ ამძრავიან ტექნოლოგია „4მოუშნს“ და რალის მსოფლიო ჩემპიონაქტზე აქტივობებს.
პავილიონის ასაგებად, „ფოლკსვაგენმა“ 150 ტონა ფოლადის კონსტრუქციები გამოიყენა. მშენებლობას 24 დღე დასჭირდა, პავილიონის დაგეგმარებას კი - 11 თვე. განათებისთვის 2 300 ნათურა დააყენეს, რასაც ჯამში 90 კილომეტრი სიგრძის კაბელი დასჭირდა.


„ფოლკსვაგენი“ IAA 2013-ზე
ადგილმდებარეობა: ფრანკფურტის მესეს სავაჭრო-საგამოფენო კომპლექსი
პავილიონის ფართობი: 8 893 კვ.მ
პავილიონის სიგრძე და სიგანე: 114.50 მ x 78.00 მ
პავილიონის აწყობის დასაწყისი: 14 აგვისტო
პავილიონის მშენებლობის დრო: 24 დღე
დახურული სივრცე: 15 500 კვ.მ
სართულების სივრცე (ორი სართული): 3 397.5 კვ.მ
ფასადს სიმაღლე: მაქს 7.50, სხვადასხვა მასალით დაფარული 2 900 კვ.მ
შუშის იატაკი: 6 000 კვ.მ
თექით დაფარული იატაკი: 2 125 კვ.მ
ნათურების სრული რაოდენობა: 2 350, ენერგიის ჯამური მოხმარება 1.7 მეგავატი, კაბელების ჯამური სიგრძე 90 კმ
შუქდიოდური ზედაპირის ჯამური ფართობი: 140 კვ.მ-ზე მეტი, მათ შორის, 61 კვ.მ ფართობის დიდი ეკრანი
ექსპონატი ავტომობილების რიცხვი: 53
პავილიონის მომსახურე პერსონალი: დაახლოებით 140
პროექტირების პერიოდი: 11 თვე
პროექტზე მომუშავე არქიტექტორ-დიზაინერთა რიცხვი: 18
არქიტექტურული თავისებურებანი: ღრუბლისებრი ფასადი, სიახლეთა კედელი, მთავარ მოვლენათა ადგილი.

No comments:

Post a Comment