Saturday, August 3, 2013

ღია „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება გადაწყვეტილია

Evoque Convertible 'approved' for 2014
3 აგვისტო
ეს ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია, თუმცა ინტერნეტ გამოცემა „ვოთ ქარ?“ ირწმუნება, რომ ის „ლენდ როვერის“ თანამშრომლისგან მიიღო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, ძნელი სათქმელია, თუმცა ცნობილია ბრიტანული კომპანია ღია „ევოუკის“ წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავდა.
„ლენდ როვერმა“ ღია „ევოუკი“ ჟენევის შარშანდლ მოტორ შოუზე გვიჩვენა და იქვე გამოაცხადა, რომ მას მწვანე შუქს იმ შემთხვევაში აუნთებდა, თუ გამოფენაზე სასურველ გამოხმაურებას მიიღებდა და დადებით შეფასებებს დაიმსახურებდა. მაგრამ მალევე კომპანიამ გამოაცხადა, რომ ღია „ევოუკის“ წარმოება არ იგეგმება. და მაინც, რჩებოდა იმის იმედი, რომ ეს ავტომობილი დღის სინათლეს იხილავდა.
ინფორმაციის წყარომ „ვოთ ქარ?-ს“ განუცხადა, რომ ღია „ევოუკი“, ამავე ავტომობილის სამკარიანი ვერსიის ბაზაზე დამზადდება და მას რბილი დასაკეცი სახურავი ექნება. რაც მთავარია, შასის გასაძლიერებლად მოდერნიზაცია არ სჭირდება, რადგან მისი სტრუქტურა საკმაოდ ხისტი იქნება მას შემდეგაც, რაც მყარ სახურავს დაკარგავს. შესაბამისად, წარმოებისთვის მის მოსამზადებლად დიდი დრო საჭირო არ იქნება. ძარის გარდა, ღია „ევოუკი“ სამკარიანის იდენტური იქნება.
ღია „ევოუკის“ წარმოება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, ღია ავტომობილი სტანდარტულ „ევოუკზე“ 10-15 პროცენტით ძვირი ეღირება. ბრიტანეთში საწყისი ფასი 30 700 გირვანქა სტერლინგი იქნება.

No comments:

Post a Comment