Wednesday, August 14, 2013

რაიკონენი „ფერარიში“ გადადის?

Raikkonen opts for Ferrari return in 2014 - report
14 აგვისტო
კიმი რაიკონენი
არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ფორმულა ერთში გახურებული „სილი სიზონია“, და რაც ამ „საგიჟეთში“ ამბობენ, ყველაფერი მართალი არ არის. კიმი რაიკონენის „ფერარიში“ დაბრუნებაზე ამ ინფორმაციას ფინური გამოცემა „ილტა-სანომატი“ ავრცელებს, რომელიც „საკუთარ წყაროს“ ეყრდნობა.
არადა, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს იტალიურ საჯინიბოსთან წინა კონტრაქტი სწორედ ამ უკანასკნელის სურვილით, ნაადრევად შეუწყდა. ეს 2009 წლის სეზონის შემდეგ მოხდა, როცა „ფერარიმ“ ფერნანდო ალონსოსთან გააფორმა კოტრაქტი. უფრო მეტიც, მაშინ მარანელოელებმა ფინელთან სპეციალური შეთანხმება დადეს, რომლის ძალითაც, ის სხვა გუნდში არ უნდა გადასულიყო და ამის სანცვლოდ, 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ანტონიო ფელიქს და კოშტა
აღსანიშნავია, რომ პადოკში რაიკონენის „რედ ბულში“ გადასვლაზეც ლაპარაკობენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს გარიგება აღარ შედგება და ავსტრიულ გუნდში, მისი იტალიური ფილიალის, „ტორო როსოს“ ავსტრალიელ დანიელ რიკიარდოს გადაიყვანენ. სხვათა შორის, „ტორო როსო“ მის ადგილზე „რედ ბულის“ ტესტ პილოტს, პორტუგალიელ ანტონიო ფელიქს და კოშტას მიწვევას აპირებს.
არის ტრანსფერების კიდევ ერთი ვერსია - ალონსოს „რედ ბულში“ გადაბირება, ავსტრიული გუნდის მფლობელს, დიტრიხ მტეშიცს სურს. ის მზადაა, ესპანელს „ფერარისთან“ კონტრაქტის დარღვევის თანხა გადაუხადოს. თუმცა, პადოკში ბევრი თვლის, რომ ერთ გუნდში სებასტიან ფეტელის და ალონსოს ყოფნა გამორიცხულია. სხვათა შორის, ფეტელი რაიკონენთან მეგობრობს.

No comments:

Post a Comment