Sunday, August 4, 2013

„რედ ბულმა“ ალონსოთი დაინტერესება აღიარა

Red Bull confirms Hungaroring meeting was about Alonso
4 აგვისტო
„რედ ბულმა“ დაადასტურა, რომ ჰუნგარორინგის პადოკში, ფერნანდო ალონსოს შეხვდა. რა თქმა უნდა, საუბარი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სამომავლო გეგმებზე იყო. ეს ინფორმაცია უნგრეთშივე ორივე მხარემ უარყო, ალონსოს მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა კი განაცხადა, რომ თავისი კიდევ ერთი პროტეჟის, კარლოს საინს უმცროსის კარიერის საკითხებს აგვარებდა. ცნბისათვის, უმცროსი საინსის სპონსორი „რედ ბულია“.
მაგრამ კითხვაზე, გარსიასთან მისი შეხვედრისას, განხილვის თემა 18 წლის ესპანელის კარიერა ხომ არ იყო, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა უპასუხა: „სისულელეა. რატომ უნდა ველაპარაკო მას უმცროს საინსზე, რომელიც დიდი ხანია, „რედ ბულის“ იუნიორთა გუნდის წევრია?“.
საინსი უმცროსი ამჟამად გრანპრი3-ის სერიაში, „MW არდენის“ სარბოლი ავტომობილით ასპარეზობს. ამ გუნდს კი ჰორნერი და მარკ ვებერი უძღვებიან. შესაძლოა, ჰორნერის და გარსიას შეხვედრის მიზანი, ალონსოზე საუბარი არც ყოფილიყო, მაგრამ ავსტრიული საჯინიბო არ მალავს, რომ საუბრის თემა სწორედ „ფერარის“ პირველ ნომერს ეხებოდა. თუმცა, ამ თემაზე კონკრეტულ საუბარს, ჰელმუტ მარკო ხუმრობით არიდებს თავს: „არ მახსოვს, ჩვენ „რედ ბულზე“ ვილაპარაკეთ, თუ ესპანურ წითელ ღვინოზე“.
აქამდე ითვლებოდა, რომ „რედ ბული“ ვებერის ადგილზე ძრითადად ორ - კიმი რაიკონენის და დანიელ რიკიარდოს კანდდატურას განიხილავდა. ამასთან, მცირე უპირატესობა ავსტრალიელს ენიჭებოდა. მაგრამ ჰორნერი ამბობს, რომ მის გუნდს მიზნად არ აქვს დასახული აუცილებლად ახალგაზრდა პილოტის აყვანა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ალონსოს კარიერის კიდევ ერთი მენეჯერია ფლავიო ბრიატორე, „რენოს“ ყოფილი შეფი, რომელთან ერთადაც, ესპანელმა თავისი ორი ტიტული მოიპოვა. ბრიატორე ამბობს, რომ ალონსოს „ფერარისთან“ კონტრაქტი აქვს, კონტრაქტს კი შესრულება უნდა. ამასთან, ფერნანდოს არასდროს უთქვამს, რომ სხვაგან გადასვლა სურს...
სავარაუდოდ, ვებერის შემცვლელის ვინაობას „რედ ბული“ ჩემპიონატის განახლებამდე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment