Belgian GP: Visor tear-off led to Kimi Raikkonen's
Lotus retiring
25 აგვისტო
„ლოტუსში“ ვარაუდობენ, რომ კიმი რაიკონენის მანქანაზე
მუხრუჭების დაზიანება, მუხრუჭების სისტემაში პილოტის ჩაფხუტის ვიზორის ნამტვრევის
მოხვედრამ გამოიწვია. ამის გამო, ფინელმა პილოტმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, რის
გამოც, მისი საჩემპიონო შანსები მინიმუმამდე შემცირდა.
რაიკონენის მანქანაზე წინა მარცხენა მუხრუჭმა
გადახურება სტარტიდან ძალიან მალე დაიწყო. თუმცა, ფინელმა მრბოლმა ასპარეზობა
გააგრძელა. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ რეპორტიორმა დაადგინა, რომ ნამტვრევი იმ
ადგილზე იყო გაჭედილი, საიდანაც მუხრუჭებს გასაგრელებელი ჰაერი მიეწოდება. პირველი
პიტსტოპის დროს, მექანიკოსებმა შეძლეს ნამტვრევის მოშორება, მაგრამ სამუხრუჭე დისკო
უკვე გადახურებული იყო.
გუნდმა რაიკონენი ტრასაზე იმ იმედით დააბრუნა, რომ ფინიშამდე
მიაღწევდა. მაგრამ ერთ მომენტში, როდესაც კიმიმ ფელიპე მასას გასწრება სცადა, მუხრუჭმა
უმტყუნა. ამის გამო, მან მაშინვე ბოქსებისკენ გადაუხვია და იქიდან აღარც დაბრუნებულა.
გუნდმა კარგად შეისწავლა მომხდარი და მუხრუჭის
დაზიანების სხვა მიზეზს ვერ მიაგნო. „ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ მუხრუჭის
დაზიანება, კონსტრუქციის მიზეზით არ მომხდარა. მისი თქმით, ორივე დისკო რომ დაზიანებულიყო,
მაშინ შეიძლებოდა მომხდარი კონსტრუქციული დეფექტისთვის, კერძოდ კი გაგრილების
სისტემის არაეფექტურობისთვის დაებრალებინათ.
ძაან მაინტერესებს რომელ პილოტს დაემტვრა ჩაფხუტი მანამდე ტრასაზე?
ReplyDeleteარავის დამტვრევია, ვიზორს ფენები აქვს, რომლებსაც დროთა განმავლობაში, როცა ისვრება, აგდებენ. ეგ ფენები ძალიან თხელია, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისია იმისათვის, რომ ჰაერსადინარი ჩაკეტოს...
ReplyDelete