Thursday, August 29, 2013

პირველი საკიდარი ენერგიის რეგენერაციის უნარით

ZF, Levant Power to Develop the World’s First Regenerative Suspension
29 აგვისტო
მუხრუჭების ენერგიის რეგენერაცია საავტომობილო მრეწველობაში და ავტოსპორტში უკვე დამკვიდრდა. მაგრამ ალბათ გაგიკვირდათ, როცა სათაური წაიკითხეთ, რადგან საკიდარიდან ენერგიის გამომუშავების სისტემა ადრე არავის გაუკეთებია. მაგრამ მალე აღარც ეს იქნება უცხო ხილი.
ტრანსმისიების წარმოებაზე სპეციალიზებულმა კომპანია ZF-მა და ამერიკულმა კომპანია „ლევანტ პაუერმა“ ერთობლივად დაიწყეს მსოფლიოში პირველი, სრულიად აქტიური და რეგენერაციული საკიდარის შემუშავება. მათი განცხადებით, მიზანი არამხოლოდ ასეთი საკიდარის კონცეპტუალური ვერსიის შექმნაა, არამედ სერიული წარმოებისთვის გამოსადეგი სისტემისა, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება.
პროექტის სესაბამისად, რეგენერაციული საკიდარის კონსტრუქცია შეიცავს სარქველების სისტემას, რომლის მუშაობასაც ელექტრონიკა აკონტროლებს. მასში შედის მცირე ელექტრო ძრავი და ელექტროჰიდრავლიკური ტუმბო. ეს სისტემა ZF-ის მიერ შემუშავებული ამორტიზატორის გარე ანწილზე დამაგრდება. ტუმბო და ელექტრონიკა, ამორტიზატორში ზეთის სასურველი წნევით მოძრაობას არეგულირებს, რითაც ამორტიზატორის მახასიათებლები, საგზაო პირობების და მოძრაობის სტილის შესაფერისად, ავტომატურად მოიმართება.
რაც შეეხება ენერგიის გამომუშავებას, ამისათვის ამორტიზატორს აქვს სპეციალური დგუში, რომელსაც სისტემაში მოძრავი ზეთი ამუშავებს. დგუშს კი მოძრაობაში ტუმბოს ელექტრო ძრავი მოჰყავს, რომელიც ამ შემთხვევაში, გენერატორის როლში მუშაობს და ელექტრულ ენერგიას იძლევა. მიღებული ენერგია კი ელემენტების ბლოკში გროვდება.

No comments:

Post a Comment