Monday, August 26, 2013

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ სპას ტრეკი ასეთ დონეს მიაღწევდა...

1955 Belgian GP movie tells the story of Spa
26 აგვისტო
ბელგიური დიდი პრიზის წინ, რბოლის სპონსორმა, ნავთობკომპანია „შელმა“ მის მიერ „ფერარისთან“ ერთად, 1955 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება მოაწყო, რომელზეც ბელგიის 1955 წლის დიდი პრიზის რბოლაა ასახული. პარტნიორებმა ჩვენება ორიგინალურად დააანონსეს - ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ, 50-იანი წლების ავტომობილისტების ფორმაში გამოწყობილებმა, ლამაზმანებთან ერთად, ფოტო სესია ჩაატარეს.
ამ ფილმით, საშუალება გვეძლევა ვნახოთ ლეგენდარული ხუან მანუელ ფანხიოს, სტირლინგ მოსის, იან ბერას და სხვათა რბოლა იმ პირობებში, როგორსაც დღეს ვერც წარმოიდგენთ... მაშინ იზოლირებულ პიტლეინზე არც არავინ ფიქრობდა, არც სპეციალური კომბინეზონის ჩაცმა იყო აუცილებელი. მცირე შეცდომაც კი ძალიან ძვირად ფასობდა. რაც შეეხება სიჩქარეს...

თუმცა აჯობებს, ყველაფერი თავად ნახოთ - ავტოსპორტის მოყვარულებს სიამოვნება გარანტირებული აქვთ...

ვიდეო

No comments:

Post a Comment