Thursday, August 29, 2013

„კია ნირო“ - კონცეპტი ფრანკფურტიდან ფრანკფურტის შოუზე

Kia reveals Niro concept in Frankfurt, by Frankfurt and for Frankfurt
29 აგვისტო
რატომ ფრანკფურტიდან, „კია“ ხომ კორეული კომპანიაა? რა თქმა უნდა, კორეულია, მაგრამ ფრანკფურტში მისი დიზაინის ცენტრი მდებარეობს და ეს კონცეპტუალური ავტომობილიც, სახელად „ნირო“, სწორედ ფრანკფურტშია შემუშავებული. ეს არის უგზბის სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელმაც, თუ კონვეიერამდა მიაღწევს, კონკურენცია თავისი სეგმენტის აღიარებულ ლიდერს, „ნისან ჯუკს“ უნდა გაუწიოს.


„კიამ“ ამ ავტომობილის ჯერ მხოლოდ ფოტოები გამოაქვეყნა და არაფერი უთქვამს მის აღჭურვილობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ნირო“ კორეული კომპანიის კორპორატიული სტილის განვითარების მიმართულებას გვიჩვენებს და იმავდროულად, ძალიან სწრაფად მზარდ სეგმენტს მიეკუთვნება, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კონვეიერს მიაღწევს. მითუმეტეს, ამ სეგმენტში გააქტიურებას, „კიას“ კორეელი ნათესავი „ჰიუნდაიც“ გეგმავს.

თუმცა, „კიამ“ ერთი ინფორმაცია მაინც გაიმეტა - ავტომობილი მისი დზაინის ევროპული შტოს შეფის, გრეგორი გიიომის ხელმძღვანელობით შეიქმნა. უნდა ითქვას, რომ „ნიროს“ „ჯუკივით“ თამამი გარეგნობა აქვს და ძალიან კარგი იქნება, თუ ის დაახლოებით ამ სახით გამოვა ბაზარზე. უგზოობის სუბკომპაქტური კლასი ხომ ძირითადად ახალგაზრდა მყიდველს იზიდავს, რომელსაც ასეთი თამამი ფორმები მოსწონს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იგულისხმება ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის ტიპის კარები, რომლებიც სერიულ ავტომობილზე ვერანაირად ვერ გადაინაცვლებს.
ასევე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კონცეპტუალური „ნირო“ ინოვაცური ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, თუმცა კონკრეტულად რა ტიპისაა ის, ამაზე მხოლოდ ფრანკფურტის მოტორ შოუზე შევიტყობთ, სადაც კორეული კომპანიის სტენდზე ასევე ვიხილავთ განახლებულ სედან „ოპტიმას“ და მეორე თაობის პატარა ქროსოვერ „სოულს“.

No comments:

Post a Comment