Porsche's Plan for More Models and More Profits
23 აგვისტო
„პორშე“ მადაზე მოდის. თუ ადრე მისთვის უჩვეულო მოდელების
- უგზოობის „კაიენის“ და სედან „პანამერას“ წარმოების დაწყებაზე დიდხანს იფიქრა, უგზოობის
„მაკანსა“ და სედან „პაიუნზე“ გადაწყვეტილება გაცილებით სწრაფად მიიღო. და როგორც
ირკვევა, ესეც არაა ზღვარი. გამოცემა „ავტომობილი“ გვატყობინებს, რომ გერმანული
კომპანია ახალი ოთხკარიანი, თანაც შუაძრავიანი (!) ავტომობილის წარმოების
მიზანშეწონილებაზე ფიქრობს.
გარდა იმისა, რომ ასეთი ავტომობილი ბაზარზე
პრაქტიკულად არც არსებობს, მისი გამოჩენა იმითაც იქნება საინტერესო, რომ ასეთი
შეთანწყობით ავტომობილი შექმნა საკმაო სიძნელეებთანაა დაკავშირებული. მაგრამ
როგორც ირკვევა, „პორშეს“ საკმარისი მოტივები აქვს იმისათვის, რომ მის
შემუშავებაზე დაფიქრდეს. თანაც, ამისათვის ახალი პლატფორმის დამზადება არ მოუწევს
- ახალ ავტომობილს სუპერქარ 918-ის (ფოტოზე) არქიტექტურაზე მოარგებს.
ჯერ უნდა ვთქვათ ის, რომ „პორშეს“ ბიზნესი მოგების
არნახულ მარჟაზე მუშაობს - საშუალოდ ყოველ ავტომობილზე სუფთა მოგების სახით 22 191
დოლარს ღებულობს. ასეთი მარჟით ვერცერთი სხვა სერიული მწარმოებელი ვერ დაიკვეხნის!
ბიზნესის აღმავლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კომპანიამ ბოლო ხუთი წლის
განმავლობაში შტატი 12 000-დან 18 000-მდე გაზარდა. ცუფენჰაუზენის და ლაიპციგის
ქარხნები კი სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ მოთხოვნის დროულად
დაკმაყოფილება მოხერხდეს. მოკლედ, ავტომწარმოებლისთვის ნამდვილი სამოთხეა...
მაგრამ უპრობლემოდ თურმე არც ასეთი სამოთხე
არსებობს. და ეს პრობლემა თურმე „პორშე 918-ის“ შემუშავების პროცესში წარმოიქმნა.
სიძვირის მიუხედავად, „პორშეს“ ამ ავტომობილის გაყიდვის პრობლემა არ აქვს.
მართალია, შეკვეთებს ისეთი ტემპით ვერ ღებულობს, როგორც „ფერარი“ უახლეს „ლაფერარიზე“
(უკვე ამოწურა ლიმიტი) და „მაკლარენი“ ასევე უახლეს P1-ზე,
რომლებიც 918-ის უშუალო კონკურენტებია, მაგრამ კომპანიას სულ სხვა რამ ადარდებს.
საქმე ისაა, რომ 918-ის შემუშავების დრო გაიწელა და
შესაბამისად, პროექტის ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, სუპერ ავტომობილი,
რომელსაც დიდ მარჟაზე უნდა ემუშავა, შედარებით მცირე მოგებას იძლევა. მაგრამ თუ
იმავე პლატფორმაზე „პორშე“ სხვა ავტომობილსაც გამოუშვებს, 918-ის თვითღირებულებაც შემცირდება
(პლატფორმის შემუშავების ხარჯები ახალ ავტომობილზე გადანაწილდება). მოკლედ,
გამოსავალი ერთი შეხედვით მარტივია...
ასეთ გამოსავლად, როგორც გამოცემა „ავტომობილი“
მოგვითხრობს, ოთხკარიანი შუაძრავიანი „პორშე 984“ (9 სპორტულ ავტომობილს
აღნიშნავს, 8 ცილინდრების რიცხვს, 4 - ადგილების რიცხვს) ჩანს. ამ
ავტომობილისთვის, 918-ის პლატფორმა უნდა დაგრძელდეს და გაძლიერდეს. მსგავსი
შეთანწყობილს ავტომობილის პროექტები „ლამბორგინიმ“ „ავენტადორის“ და „გალარდოს“
ბაზაზე შეიმუშავა, თუმცა მათ წარმოებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა.
იმავე „ავტომობილის“ ინფორმაციით, „პორშეს“
მთავარმა დიზაინერმა მიხაელ მაუერმა შეიმუავა „პორშე 984-ის“ სრულმასშტაბიანი
კონცეპტუალური მოდელი, რომელიც მეტისმეტად მომხიბვლელია იმისათვის, რომ კომპანიამ
მისი გამოშვება არ ისურვოს. წინასწარი ვარაუდით, 984-ის წარმოების რაოდენობა არ
შეიზღუდება და ის 918-ზე ორჯერ იაფი - 350 000 ევრო ეღირება. ჯერჯერობით უცნობია, უკანა
კარები შუა საყრდენზე დაეკიდება, თუ უკანაზე.
ავტომობილი 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8
ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალას მიაღწევს, ანუ 918-ის
სიმძლავრეზე მეტს. ძრავს 7-საფეხურიანი ორქუროიანი ავტომტური კოლოფი შეუწყვილდება.
„პორშე
984-ის“ ბაზარზე გამოსვლის სავარაუდო დრო 2017 წელია.
No comments:
Post a Comment