Raikkonen says
consistency will not be enough to win F1 title
18 აგვისტო
კიმი რაიკონენი
დარწმუნებულა, რომ სტაბილურობა, რომლის წყალობითაც მას კლასიფიკაციაში მეორე
ადგილი უკავია, სებასტიან ფეტელთან საბრძოლველად და ტიტულის მოსაპოვებლად
საკმარისი არ იქნება. ფინელმა უნგრეთში მეექვსე რბოლა დაასრულა სამეულში (აქედან
ერთი გამარჯვებაა და ხუთი მეორე ადგილი) და ამის წყალობით, მეორე ადგილი ჩამოართვა
ფერნანდო ალონსოს. რაც მთავარია, ფეტელზე უკეთესი ფინიში ჰქონდა, ვისაც ახლა 38
ქულით ჩამორჩება.
რა თქმა უნდა,
რაიკონენი კმაყოფილია მეორეზე დაბრუნებით, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ტიტულის
მოსაპოვებლად, მარტო სტაბილურობა და კვარცხლბეკზე ხშირი ასვლები არ კმარა. საჭიროა
რბოლების მოგება. მას კი სეზონის გახსნით რბოლაში (ავსტრალია) გამარჯბენის შემდეგ,
ერთი მოგებაც არ აქვს.
„მეორე ადგილზე
დავბრუნდი, რაც არდადეგების წინ კარგია. მითუმეტეს, უნგრეთში ფინიშთან სების წინ
მივედი. მაგრამ თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ რბოლები.
თუ მეორე ადგილების დაკავებას გავაგრძელებ, როგორც უკვე არაერთხელ მოხდა, ეს ალბათ
საკმარისი არ იქნება. თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება“, - ამბობს რაიკონნი.
„ლოტუსის“ პილოტი
დასძენს, რომ მას კვალიფიკაციებში უკეთესი შედეგები სჭირდება, რათა კვარცხლბეკზე
ხშირი ასვლა გამარჯვებებად აქციოს. „კვალიფიკაციებში საშუალო შედეგებით საქმეს
ვირთულებ. მაგრამ რბოლაში მანქანით კმაყოფილი ვარ. საბურავებიც ისეთი გვაქვს,
როგორსაც ალღო ავუღეთ. ბუდაპეშტში აშკარა პროგრესი გვქონდა და ვფიქრობ, სპაზე უფრო
უკეთესი რბოლა გვექნება. თუმცა, ალბათ ყველასთვის ასეა“, - ამბობს რაიკონენი და
დასძენს, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, სტარტი მოწინავე რიგთან უფრო ახლოდან აიღოს.
რაიკონენის სეზონი
ეტაპი სტარტი რბოლა
ავსტრალია 7 1
მალაიზია 10 7
ჩინეთი 2 2
ბაჰრეინი 8 2
ესპანეთი 4 2
მონაკო 5 10
კანადა 10 9
ბრიტანეთი 8 5
გერმანია 4 2
უნგრეთი 6 2
No comments:
Post a Comment