Audi's More Powerful, Better Looking 2014 A8 and
S8 Facelift Sedans
22 აგვისტო
როგორც დაგეგმილი იყო, 21 აგვისტოს „აუდიმ“ თავისი ფლაგმანი სედანი A8/S8
გაგვაცნო. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარეგნობა ოდნავ შეიცვალა, მისი ძრავების გამაც
უფრო მძლავრი და ეფექტური აგრეგატებით შეივსო. ეკიპირებაში შევიდა დამხმარე
სისტემები, მთავარი სიახლე კი, როგორც ინგოლშტადტელები ადრეც იუწყებოდნენ,
შუქდიოდური მატრიცული ფარებია.
მართალია, გარეგნული ცვლილებები უმნიშვნელოა,
მაგრამ მათი მეშვეობით, ავტომობილის სტილი მაინც დაიხვეწა და აეროდინამიკურად უფრო
ეფექტური გახდა. რაც შეეხება მატრიცულ ფარებს, მათ „აუდი“ მყიდველს ოპციის სახით
სთავაზობს. თუმცა, V8 ძრავებით აღჭურვილ ვერსიებზე ისინი სტანდარტულ ეკიპირებაში
შედის.
გარეგნულ სიახლეთაგან, ყველაზე შესამჩნევია შეცვლილი
კაპოტი, რადიატორის ფორმა და წინა ბამპერი, რომლებმაც უფრო გამოყვანილი ფორმები
მიიღო. აქ ალბათ ისევ ღირს წინა ფარების ხსენება, თუმცა ისინი უფრო ტექნლოგურადაა
საინტერესო, რაზეც ჩვენ უკვე მოგიყევით (http://autopanoramaf2.blogspot.com/2013/08/a8.html).
გავიმეორებთ მხოლოდ იმას, რომ ამ ფარებს მოსახვევის მიმართულებით შუქის მიმართვა
და საგზაო ნიშნების განათება შეუძლია.
ყველა ძრავი ევრო 6 სტანდარტს შეესაბამება. მათგან ყველაზე ეკონომიურია 3.0-ლიტრიანი TDI, რომლით აღჭურვილი A8-ც ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთან, ყველა ძრავის შემთხვევაში გაუმჯობესებულია დინამიკური მახასიათებლები. განახლებული ძრავებიდან ყველაზე ტემპერამენტიანი, 4.0-ლიტრიანი TFSI ძრავით აღჭურვილი ვერსია „კვატროა“, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.5 წამში ასწრებს.
ფლაგმანი სედანის ტოპ ვერსიებია „A8 L W12 კვატრო“ (გრძელბაზიანი) რომელიც ბენზინის 6.3-ლიტრიანი W12 ძრავითაა აღჭურვილი და S8, რომელიც 4.0 TFSI-ს მოდიფიცირებული ვერსიითაა აღჭურვილი. პირველის ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 520 ცხენის ძალა. ამ ვერსიების მახასიათებლები პრაქტიკულად არ შეცვლილა. კიდევ ერთი „უცვლელი“ ვერსია ჰიბრიდული „A8 ჰაიბრიდია“, რომლის 2.0 TFSI და ელექტრო ძრავი ჯამში 245 ცხენის ძალას და 480 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველაზე სწრაფ ვერსიად რჩება სრულ ამძრავიანი S8, რომელსაც ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია. ყველა ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი ტიპტრონიკია შეწყვილებული.
No comments:
Post a Comment