Tuesday, August 20, 2013

განახლებული „ევოუკი“ 9-საფეხურიანი კოლოფით

2014 Range Rover Evoque Mildly Refreshed, Gains 9sp Gearbox and New Tech
20 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკის“ გამოშვება მართლაც საზრიანი სვლა იყო, რომელიც „ლენდ როვერმა“ გააკეთა. 18 თვე გავიდა ბაზარზე მისი გამოსვლიდან და უკვე 170 000 ცალია გაყიდული. კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თამამი სტილი, მდიდრული ინტერიერი და შესაშური დინამიკური მახასიათებლები - ეს ის ინგრედიენტებია, რომლებიც „ევოუკის“ წარმატებებს განაპირობებენ. ახლახანს კი მათ კიდევ ერთი შეემატა - 9-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი კიდევ უფრო დახვეწა.
მთავარი ცვლილება, ZF-ის წარმოების 9-საფეხურიანი ტრანსმისიაა, რომლის წყალობითაც, საწვავის ხარჯი 11.4 პროცენტით, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 9.5 პროცენტით არის შემცირებული. ახალი კოლოფის გარდა, ამ მაჩვენებლების მიღწევაში, „ევოუკს“ სისტემა „ექტივ დრაივლეინიც“ ეხმარება. ეს მსოფლიოში პირველი სისტემაა, რომელიც ავტომობილს სრულამძრავიანს საჭიროებისამებრ გადააქცევს. სხვა შემთხვევაში, როცა საგზაო პირობები საშუალებას იძლევა და სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტია, ავტომობილი წინა ამძრავიანად რჩება. როგორც კი გზა გაფუჭდება, სისტემა 300 მილიწამში უკანა ბორბლებსაც ჩართავს. ამ ბორბლებს შორის მოთავსებულია ელექტრონულად მართვადი დიფერენციალი, რომელიც ბორბლებს შორის მაბრუნ მომენტს ანაწილებს.
გარდა ამისა, ავტომობილის აღჭურვილობაში შევიდა მომენტის გამანაწილებელი სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, არასაკმარისი მოხვევადობისას), მუხრუჭების დახმარებით, ავტომობილის სტაბილურ მოძრაობას უზრუნველყოფს.
დაბოლოს, "ლენდ როვერი“ განახლებული „ევოუკის“ მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებს უახლეს სისტემა „ლენდ როვერ ინკონტროლს“. მისი მეშვეობით, მომხდარი ინციდენტის შესახებ, შესაბამის სამსახურებს ავტომობილის ადგილმდბარეობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიუვათ. ოპციების ჩამონათვალში ასევე არის წინაღობის სიღრმის განმსაზღვრელი სისტემა, საგზაო ნიშნების გამომცნობი და უწყვეტი ხაზის გადაკვეთის გამაფრთხილებელი სისტემები.

No comments:

Post a Comment