Frankfurt motor show: Ferrari 458 Speciale
22 აგვისტო
„ფერარი 458 სპეჩალე“ - ასე ჰქვია სათაურში ნახსენებ
ავტომობილს, რომელიც „ფერარი 458 იტალიას“ ექსტრემალური ვერსიაა და რომლის
პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო,
რომ მასზე არაერთი ახალი ტექნიკური გადაწყვეტაა გამოყენებული, რომლებსაც იტალიური
კომპანია თავის მომავალ საგზაო ავტომობილებზე დანერგავს. მარანელოელები თავიანთ
ახალ შედევრს შემდეგი განსაზღვრებით წარმოგვიდგენენ: „ეს არის სრულიად ახალი,
უკომპრომისო, გარსშემოდენილი სპორტული ავტომობილის კონცეპცია“.
მოდიფიკაციის პროცესი შეეხო როგორც ძრავს, ასევე დინამიკურ
შესაძლებლობებს და აეროდინამიკას. კერძოდ, ავტომობილზე აქტიური აეროდინამიკური
ელემენტები გამოჩნდა, როგორებითაც „ფერარის“ მომავლის ავტომობილებიც აღიჭურვება. „ფერარის“
განცხადებით, ეს ელემენტები ავტომობილის ძარას უფრო გარსშემოდენილ ფორმას ანიჭებენ,
რომლებიც მაღალ სიჩქარეზე მანქანას გაცილებით ადვილად კონტროლირებადს ხდის.
ამასთან, ავტომობილი მძღოლის ბრძანებებს უფრო მაღალი სიზუსტით ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ აეროდინამიკური ელემენტები ისეთ
ადგილებშია მოთავსებული, რომ მაქსიმალური ეფექტურობით შეასრულონ თავისი
დანიშნულება. „ფერარი“ ამაყობს, რომ „სპეჩალე“ საუკეთესოდ იყენებს ჰაერის ნაკადს აეროდინამიკური
ჩაჭიდების მაღალი დოზის მისაღებად. უფრო მეტიც, საგზაო ავტომობილებში, ასეთი
ეფექტი სხვა არცერთ ავტომობილს არ ჰქონია. თუმცა, აქვე განმარტებულია, რომ ამ
შემთხვევაში, მხედველობაში არაა მიღებული ისეთი განსაკუთრებული ავტომობილები,
როგორიც მაგალითად „ენცო“ და „ლაფერარია“. ავტომობილის სტილი მეტწილად სწორედ აეროდინამიკის
მოთხოვნებმა განსაზღვრა და მისი საბოლოო სახის შემუშავებაში, მონაწილეობა „პინინფარინამ“
მიიღო.
ავტომობილს მმოძრავებელ ძალას ანიჭებს „458 იტალიას“
V8 ძრავი, რომელიც 597 ცხენის ძალას და 540 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან,
მაქსიმალურ სიმძლავრეს ძრავის მუხლა ლილვის 9 000 ბრ/წთ-ზე აღწევს,
მაქსიმალურ მომენტს კი - 6 000 ბრ/წთ-ზე. ეს არ არის კომპანიის ყველა დროის
ყველაზე მძლავრი V8 ატმოსფერული ძრავი, მაგრამ მისი ლიტრული
სიმძლავრე 133 ცხენის ძალაა, რაც „ფერარის“ მტკიცებით, ყველაზე მაღალი
მაჩვენებლებია საგზაო ავტომობილების ატმოსფერული ძრავების ისტორიაში.
ამ ძრავის დახმარებით, ავტომობილს, რომლის წონაც 1290 კილოგრამია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად 3.0 წამი ჰყოფნის, 0-200-მდე კი 9.1 წამი სჭირდება. მაქსიმალურ სიჩქარეზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, „სპეჩალეს“ ფიორანოს ტრეკზე (ფერარის სატესტო ტრეკია) ერთი წრე წუთსა და 23.5 წამში აქვს გავლილი, რაც „458 იტალიას“ დროზე 1.5 წამით ნკლებია და მხოლოდ ნახევარი წამით მეტია „ფერარი F12-ის“ დროზე. ასევე საინტერესოა, რომ „სპეჩალეს“ ყოველ ცხენის ძალაზე 2.13 კილოგრამი მოდის, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 275 გრამია.
ამ ძრავის დახმარებით, ავტომობილს, რომლის წონაც 1290 კილოგრამია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად 3.0 წამი ჰყოფნის, 0-200-მდე კი 9.1 წამი სჭირდება. მაქსიმალურ სიჩქარეზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, „სპეჩალეს“ ფიორანოს ტრეკზე (ფერარის სატესტო ტრეკია) ერთი წრე წუთსა და 23.5 წამში აქვს გავლილი, რაც „458 იტალიას“ დროზე 1.5 წამით ნკლებია და მხოლოდ ნახევარი წამით მეტია „ფერარი F12-ის“ დროზე. ასევე საინტერესოა, რომ „სპეჩალეს“ ყოველ ცხენის ძალაზე 2.13 კილოგრამი მოდის, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 275 გრამია.
გარდა ამისა, „სპეჩალე“ აღიჭურვა ახალი ელექტრონული
სისტემით „საიდ სლიპ ენგლ კონტროლ“ (გვერდითა მოცურების კუთხის კონტროლი),
რომელსაც „ფერარი“ SSC აბრევიატურით წარმოგვიდგენს. ამ სისტემაში გამოყენებულია ალგორითმი,
რომლის დახმარებითაც, ავტომობილი მოცურების კუთხეს აკონტროლებს, ადარებს მას მოძრაობის
სასურველ ტრაექტორიას და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მაბრუნი
მომენტის განაწილების ოპტიმიზაციას ახდენს, რისთვისაც სისტემა ტრექშნ კონტროლსა და
ორ წამყვან ბორბალს შორის მომენტის განაწილების სისტემას იყენებს.
ამასთან, „სპეჩალე“ აღჭურვილია „მიშლენის“ მიერ
სპეციალურად შემუშავებულ საბურავებზე „პაილოტ სპორტ კაპ 2“, რომლებიც ავტომობილის
ტექნიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებენ. ამასთან, კარგ ჩაჭიდებას უზრუნველყოფენ სველ
გზაზე მოძრაობისას. მათი წყალობით, „სპეჩალეს“ მოსახვევში 1.33g ცენტრიდანული
გადატვირთვის პირობებში გავლა შეუძლია.
ჯერ ავტომობილის ფასი არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ბრიტანული
ჟურნალი „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ ავტომობილი დაახლოებით 210 000 გირვანქა სტერლინგის
(330 000 დოლარის) ფარგლებში ეღირება.
No comments:
Post a Comment