Friday, August 2, 2013

150 წლის ჰენრი ფორდი

Ford celebrates its founder's 150th birthday around the world
2 აგვისტო
ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულ ჰენრი ფორდს, ადამიანს, ვინც საავტომობილო კომპანია „ფორდ მოტორ კომპანი“ ჩამოაყალიბა და ვისზეც ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა ბორბლებზე დააყენა, 30 ივლისს 150 წელი შესურულდებოდა. რა თქმა უნდა, დამაარსებლის გამორჩეული იუბილე კომპანიის დირბორნის შტაბ-ბინაში სათანადოდ აღნიშნეს. შტატმა მიჩიგანმა კი 30 ივლისი ჰენრი ფორდის დღედ გამოაცხადა.


ფორდის მიღწევათა შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია ავტომობილების კონვეიერული წარმოების დანერგვა, რამაც ფასის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია და თავის საწარმოებში 5-დოლარიანი სამუშაო დღის დაწესება, რითაც 1910 და 1920-იან წლებში, დეტროიტში საშუალო ფენის სწრაფად განვითარებას შეუწყო ხელი. იმ საშუალო ფენის, რომელსაც ავტომობილის შეძენა შეეძლო და ამ ავტომობილს ისევ „ფორდისგან“ ყიდულობდა. ყველაფერთან ერთად, კონვეიერის წყალობით ხომ ცისფერი ოვალის ავტომობილები ხელმისაწვდომობით გამოირჩეოდა...

იმავდროულად, ჰენრი ფორდის კომპანია, დემოკრატიის არსენალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რომელიც ომიანობის დროს, ამწყობი ქარხანა „უილოუ რან“ სამხედრო დანიშნულების ავტომობილებს და სხვა პროდუქციას მასობრივად აწარმოებდა.


მიჩიგანის გარდა, კომპანიის დამაარსებლის 150 წლის იუბილე, „ფორდის“ აბსოლუტურად ყველა ქარხანაში აღნიშნეს, რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული. კომპანიის გერმანულმა შტომ ხუთი საგზაო გარბენი მოაწყო, რომლებშიც რა თქმა უნდა, „ფორდის“ ავტომობილები მონაწილეობდნენ. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 21 ბაზარზე, შოურუმები ისე მოაწყვეს, რომ იქ კომპანიის ისტორიაა წარმოდგენილი. თუმცა, ესეც არაა ყველაფერი - „ფორდის“ სხვა წარმომადგენლობები და პარტნიორები, გამორჩეულ იუბილეს მომდევნო თვეების განმავლობაშიც აღნიშნავენ.

No comments:

Post a Comment