Sunday, July 14, 2013

„ბეემვემ“ თითქმის შეუნიღბავი i3 გვიჩვენა

BMW Undresses the All-New i3 Electric Hatch
14 ივლისი
ორი კვირაც და ამ ავტომობილს ბავარიელები ოფიციალურად წარუდგენენ მსოფლიოს. პრემიერამდე კი „ბეემვე“ მას ნაწილ-ნაწილ გვაცნობს. ჯერ მისი აგებულების შესახებ მოგვითხრო. ახლა კი სერიული ელექტრომობილი პრაქტიკულად შეუნიღბავად გვიჩვენა. და ფოტოებს ინფორმაციის მორიგი პორციაც მოაყოლა.
როგორც „ბეემვე“ გვპირდება, i3 სრულად შეესაბამება კომპანიის დევიზს - „სუფთა სიამოვნება მართვისგან“. ამას კი მანქანის წონის ოპტიმალური განაწილება (50:50-ზე) და უკანა ამძრავი სისტემა განაპირობებს. ელექტრო ძრავი უკანა ღერძზეა მოთავსებული. ავტომობილს შესანიშნავი მანევრულობა აქვს - მისი მობრუნების რადიუსი მხოლოდ 9.86 მეტრია.
პატარა ელექტრულ ჰეჩბეკს, უკანა ორი კარი, წინების საპირისპიროდ ეღება. შესაბამისად, მას არ აქვს ცენტრალური საყრდენი, რაც უკანა სავარძლებზე მოხვედრას აადვილებს. აცვტომობილს აქვს ერთი პედალი. როგორც კი მძღოლი პედლიდან ფეხს აიღებს, ძრავი მაშინვე შენელების დროს წარმოქმნილი ენერგიის შეგროვებაზე გადავა.
ძრავი, რომლის სიმძლავრე 168 ცხენის ძალაა, შენელებისას ყოველთვის გენერატორის ამპლუაში უმუშავებს და მის მიერ შეგროვილ ელექტრო ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში დააგროვებს. რაც მთავარია, შენლებისას ის ავტომობილის გაჩერებაზეც იზრუნებს, რასაც მაღალი სიზუსტით შეასრულებს. ენერგიის რეკუპერაციის ეფექტურობა, მანქანის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაღალ სიჩქარეზე, ენერგიის შეგროვება უფრო ეფექტურია, დაბალ სიჩქარეზე კი მეტი ეფექტურობით მუხრუჭები გამოირჩევა.
i3 აღიჭურვება ისეთი დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა მართვის დამხმარე პლუსი, პარკირების დამხმარე, უკანა ხედვის კამერა და სიჩქარის შემზღუდველი. ელემენტების ბლოკის დამუხტვა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ქსელიდან. სრული დამუხტვისთვის 8 საათია საჭირო, სწრაფი დამმუხტველის გამოყენების შემთხვევაში კი ნახევარ საათში ელემენტები 80 პროცენტით ივსება.

No comments:

Post a Comment