Monday, July 15, 2013

FIA ძრავების სხვა ბრენდებით გამოყენებას კრძალავს

FIA to block 'custom engines' for 2014 - report
15 ივლისი
ძრავების მიმწოდებლები ვალდებულები არიან, თავიანთ კლიენტებს იდენტური ძრავები მიაწოდონ, როცა ფორმულა ერთი ახალ რეგლამენტზე გადავა. ეს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „რედ ბულმა“ და „რენომ“ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩემპიონი გუნდისთვის განკუთვნილი ძრავების სრულყოფაზე, „ინფინიტის“ სპეციალისტებსაც ემუშავათ.
საქმე ისაა, რომ FIA-ს ჰომოლოგაციას „რენოს“ მიერ შექმნილი ძალური დანადგარი მიიღებს და მის სრულყოფაში სხვა მხარის მონაწილეობა, რეგლამენტით დაუშვებელია. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ერთ სეზონზე ვრცელდება და შესაძლოა, მომავალში „რედ ბულს“ და „რენოს“ იმის უფლება მისცენ, რომ ავსტრიულმა გუნდმა ფრანგული კომპანიის ძრავები, თავის სპონსორ „ინფინიტის“ სახელით მიიღოს.
გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინება, რომ სხვადასხვა გუნდებისთვის ერთიდაიმავე ძრავის სხვადასხვა სპეციფიკაციებით მიწოდებას, ყველაზე მეტად, „მერსედსი“ შეეწინააღმდეგა. შტუტგარტელები ირწმუნებიან, რომ ასე ძრავების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ფინანსურად სუსტ გუნდებს მძიმე დღეში ჩააგდებს.
აღსანიშნავია, რომ ძრავის შემუშავებისას „ინფინიტის“ მონაწილეობა მხოლოდ ნაწილობრივი იქნება. კერძოდ, იაპონური პრემიუმ კომპანია, რომელიც „ნისანს“ ეკუთვნის, „რენოს“ ძრავისთვის სისტემა ერს-ის (ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) შემუშავებას აპირებს. ეს სამუშაო დაწყებულიცაა. სხვათა შორის, ანალოგიური მიმართულებით, „უილიამსიც“ მუშაობს. მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით ვერ შეძლებენ საკუთარი სისტემების გამოყენებას. თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ მომავალში ამის უფლებას მაინც მიიღებენ.

No comments:

Post a Comment