Wednesday, July 10, 2013

„ფორდ F-250“ - ამერიკელი ავტოგამტაცებლების ფავორიტი

Ford F-250 Tops Most Stolen Vehicles List
10 ივლისი
საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (HLDI) კვლევამ დაადგინა, რომ ამერიკელ საავტომობილო მძარცველებს შორის, ყველაზე პოპულარული ავტომობილი, „ფორდის“ მსხვილგაბარიტიანი პიკაპი F-250-ია. ეს უცნაური პოპულარობა ამ ავტომობილს 2010-2012 წლებში ეკუთვნის.
სრულ ამძრავიანი „ფორდ F-250“ სრულკაბინიანი, მძიმე პიკაპია და გიგანტური გაბარიტებით გამოირჩევა, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოველ 100 ცალ დაზღვეულ ეგზემპლარზე, 7 ცალს ასეთ ავტომობილს იპარავენ. ეს კი, ყველა გამოკვლეული ავტომობილის საშუალო მაჩვენბელზე თითქმის ექვსჯერ მეტია. ცისფერი ოვალის პიკაპს, „ჯენერალ მოტორსის“ სამი ავტომობილი - პიკაპი „შევროლე სილვერადო“ (6.7), ნახევარ პიკაპი „შევროლე ავალანში“ (6.1) და პიკაპი „GMC სიერა“ (6.0) მოჰყვება.
გასაკვირია, მაგრამ მსხვილგაბარიტიანი ქროსოვერი „კადილაკ ესკალადი“ სიაში მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. არადა, კარგა ხანს სწორედ ის იყო მძარცველთა ფავორიტი. HLDI-ს ინფორმაციით, „ესკალადმა“ პოზიციები იმის გამო „დათმო“, რომ ჯერ ერთი, მისი გაყიდვები ძიერ შემცირდა. მეორეც, მასზე „შევროლეს“ მიერ შემუშავებული, გატაცების საწინააღმდეგო უახლესი სისტემა დგას.
HLDI-ს მონაცემებით, ყველაზე ნაკლებად მძარცველები „დოჯის“ სრულ ამძრავიან „ჯურნის“, „ფოლკსვაგენის“ ასევე სრულ ამძრავიან „ტიგუანს“, „აუდი A4-ს“, „აკურა RDX-ს“, „ტოიოტა მატრიქსს“, „ლექსუს HS 250-ს“, „ჰონდა CR-V-ს“ და „ჰიუნდაი ტუსანს“ ეტანებიან - ყველა ამ ავტომობილის გატაცება ყოველ ასზე მხოლოდ 0.4-ია.

No comments:

Post a Comment