Tuesday, July 16, 2013

შემდეგი თაობის „ფორდ F-150-ს“ ალუმინის ძარა ექნება

2015 Ford F-150 Will Have Aluminum Body
16 ივლისი
სრულიად ახალი „მუსტანგის“ გარდა, „ფორდს“ 2015 წელს ახალი F-150-ის გამოშვებაც აქვს გადაწყვეტილი. მისი წინამორბედი, კონცეპტუალური „ატლასის“ სახით, ცისფერმა ოვალმა დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა „ავტოივოლუშნმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ახალ ავტომობილს ალუმინის ძარა ექნება.
როგორც კომპანიის ინკოგნიტო წყარო იტყობინება, ახალი ნახევარტონიანი პიკაპის შემუშავების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამასთან, ალუმინის F-150-ის გარდა, კომპანიის ინჟინრები ფოლადის ძარიან პიკაპსაც ამზადებენ, რომელსაც ალუმინის ფერში გამოაწყობენ.
გარეგნულად, ახალი F-150 კონცეპტუალური „ატლასის“ მსგავსი იქნება. ავტომობილი ძრავების ფართო გამით აღიჭურვება, რომელშიც 5.0-ლიტრიანი V8-ს გარდა, 3.5-ეკობუსტი, ატმოსფერული 3.5-ლიტრიანი V6 და ახალი, 2.7-ლიტრიანი V6 ეკობუსტი შევა.
მე-14 თაობის F-150-ის წარმოებიდან ერთ წელიწადში, ბაზარზე მისი ტემპერამენტიანი ვერსია „რეპტორიც“ გამოვა, რომელზეც ყურადღება უგზობოის თვისებებზე იქნება გამახვილებული.

No comments:

Post a Comment