Zagato Marks Aston Martin Centenary With Two New
Special Editions
21 ივლისი
„ასტონ მარტინს“ ასი წელი უსრულდბა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მისი პარტნიორი, იტალიური ატელიე „ძაგატოა“. ამ თარიღთან დაკავშირებით, იტალიურმა კომპანიამ, თავისი ბრიტანელი პარტნიორისთვის, ორი სპეციალური ავტომობილი მოამზადა. ერთი კუპე DBS-ზეა ბაზირებული, მეორე კი - კაბრიოლეტ „DB9 ვოლანტეზე“. ორივე ავტომობილი შეკვეთითაა დამზადებული.

პირველი ავტომობილი, სახელწოდებით „DBS კუპე ძაგატო
სენტენიალ“, იაპონელი ბიზნესმენის შეკვეთით დამზადდა, რომელმაც ვინაობის გამხელა
არ ისურვა. მეორე ავტომობილი კი - „DB9 სპაიდერ ძაგატო სენტენიალ“, ამერიკელმა
საავტომობილო კოლექციონერმა პიტერ რიდმა შეუკვეთა, ვინც „ასტონ მარტინის“
ავტომობილების ცნობილი შემგროვებელია.
ამ ავტომობილების შემქმნელებმა, შთაგონების წყაროდ,
2002 წლის ძაგატო“ გამოიყენეს, რომელიც ისეთი
პოპულარული გამოდგა, რომ 99 ეგზემპლარივე მანამ გაიყიდა, სანამ ავტომობილი
პირველად გამოჩნდებოდა საზოგადოების წინაშე (იმავე წელს, პარიზის მოტორ შოუზე).
სწორედ ამ ავტომობილის ავტორებმა - ანდრეა და მარელა ძაგატოებმა შეიმუშავეს ორივე
სპეც ვერსია და მუშაობის პროცესში, მათ კონსულტაციებს რიდი უწევდა.
დიზაინი შეიცვალა, მაგრამ სხვა მხრივ, ორივე
ავტომობილის აგებულება, პრაქტიკულად არ განსხვავდება დონორისგან. ამასთან, ორივე 6.0-ლიტრიანი
V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 510 ცხენის ძალაა.
ცნობისათვის, „ასტონ მარტინმა“ პირველად „ძაგატოს“
თავისი ავტომობილის დიზაინი 1960-იანებში შეუკვეთა. მათი პირველი ერთობლივი ავტომობილია
„DB4GT ძაგატო“.
No comments:
Post a Comment