Thursday, July 25, 2013

„რედ ბულის“ პატრონს რიკიარდო მოსწონს

Mateschitz hints 'excellent' Ricciardo to win Red Bull seat
25 ივლისი
ავსტრალიელს ავსტრალიელი შეცვლის? რატომაც არა. მითუმეტეს, თუ ასე მოისურვებს ჩემპიონი საჯინიბოს მფლობელი დიტრიხ მატეშიცი. ახალგაზრდა ავსტრალიელმა სილვერსტოუნზე ჩატარებული ტესტების დროს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ბოლო რბოლებშიც გამოირჩევა და ეს ყველაფერი მის შანსებს, „რედ ბულში“ მარკ ვებერი შეცვალოს, სულ უფრო ზრდის. კიდევ უფრო კარგი, თუ მთავარი ადამიანი აქებს.

არადა, მისი პოტენციური მეტოქე, არც მეტი, არც ნაკლები, თვით კიმი რაიკონენია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და თუ ასე გაგრძელდა, ფინელი რომ გაიღვიძებს, ლე მანის სერიაში წასული ვებერის ადგილი შეიძლება დაკავებული დახვდეს.
ჰუნგარორინგის საკონფერენციო დარბაზში მატეშიცს ჰკითხეს, მის გუნდში წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების კანდიდატებს შორის, ვის აქვს ყველაზე მეტი შანს, რაზეც მილიარდერმა პირველ რიგში, მისი მეორე გუნდის, იტალიური „ტორო როსოს“ პილოტი დაასახელა. ამასთან, რაიკონენზე სიტყვაც კი არ დასცდენია.
„გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. საკითხს ჯერაც განვიხილავთ. გადაწყვეტილებას კი ბუდაპეშტის რბოლის შემდეგ გამოვაცხადებთ. რიკიარდო სილვერსტოუნზე შესანიშნავი იყო და ჟან-ერიკ ვერნმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა“, - განცხადა მატეშიცმა.

No comments:

Post a Comment