Tuesday, July 23, 2013

კონცეპტუალური „ფორდ ევოსი“ ისევ ყურადღების ცენტრშია

Ford Evos Concept Back in the Spotlight
23 ივლისი

„ფორდის“ კარგად ცნობილი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ევოს“, რომელიც ამერიკული კომპანიის მომავალ კორპორატიულ სტილს წარმოგვიდგენს, მალე ლონდონში, სალონ პრივეზე წარსდგება, სადაც ახალ კონცეპტუალურ ნამუშევრებს და პროტოტიპებს უჩვენებენ.
„ფორდმა“ ეს კონცეპტუალური ავტომობილი პირველად ფრანკფურტში, ორი წლის წინ გვიჩვენა. იქ „ევოსი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული გრანდ ტურერის სახით წარსდგა. ამ ავტომობილის სტილის (კინეტიკ დიზაინ 2.0 - ავტორი „ფორდ ოფ იუროპის“ ექსტერიერის დიზაინის შეფი შტეფან ლამი ) შემუშავებას, „ფორდ ოფ იუროპის“ დიზაინის აღმასრულებელი დრექტორი მარტინ სმიტი ხელმძღვანელობდა.
ავტომობილი ერთდროულად კუპეს სტილშიცაა შესრულებული, თუმცა ოთხი კარი აქვს, რომლებიც ეგრეთ წოდებული, თოლიას ფრთის სტილში იღება. ამასთან, წინა კარს წინ აქვს საყრდენი, უკანას კი - უკან. თანაც, უკანა კარი ძარის უკანა ნაწილსაც მოიცავს და როცა იღება, ამ ნაწილს აშიშვლებს. კართა ამ თავისებურებათა გამო, მანქანას არ აქვს შუა საყრდენი. გარდა ამისა, ავტომობილზე ბევრი ახალი ტექნოლოგაც გამოიყენეს.
„ფორდი“ გვპირდება, რომ „ევოსზე“ გამოყენებული არაერთი გამორჩეული იდეა, მისი ახალი ავტომობილების სტილში ჰპოვებს ასახვას. მათ შორის იქნება უახლესი „მუსტანგიც“, რომელიც მომავალ წელს უნდა ვიხილოთ. არაა გამორიცხული, რომ „ევოსის“ ლონდონური ჩვენება ახალ „მუსტანგთანაც“ იყოს დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment