Bugatti Previews Grand Sport Vitesse Jean-Pierre
Wimille Special Edition
25 ივლისი
„ბუგატი“ თავისი „ვეირონის“ ამ სპეციალურ ვერსიას,
რომელსაც მხოლოდ სამ ცალს დაამზადებს, თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ
მრბოლს, ფრანგ ჟან-პიერ ვიმილს მიუძღვნის, ვისთან ერთადაც ორჯერ - 1937 და 1939
წლებში მოიგო ლეგენდარული ლე მანის 24-საათიანი რბოლა. სხვათა შორის „ბუგატი“ სულ
ლე მანის გამარჯვებულებისადმი ექვსი სპეციალური ვერსიის (ბუგატი ლეჯენდს) მიძღვნას
აპირებს და ჟან-პიერ ვიმილი პირველია.
სახელიდანაც ჩანს, რომ სპეც ვერსია „ვეირონ გრანდ
სპორტ ვიტესის“ ბაზაზე შეიქმნა. მას პირველ რიგში ფერთა ის შეხამება გამოარჩევს,
რომელიც ლე მანის 1937 წლის ჩემპიონ „ბუგატის“ – „57G ტანკს“ ჰქონდა. ეს ავტომობილი ღია ცისფრად იყო
შეღებილი, რასაც „ვეირონის“ სპეც ვერსიის შემთხვევაში (ვეირონი აუცილებლად ორფერიანი
უნდა იყოს), მუქი ლურჯი დაემატა. ფერთა ეს თემა ავტომობილის შიგნითაც გრძელდება.
აღჭურვილობის მხრივ, ვიმილის სახელობის სპეც ვერსია
პრაქტიკულად უცვლელი „გრანდ სპორტ ვიტესია“. ეს ავტომობილი კი გიგანტური
8.0-ლიტრიანი W16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 1200 ცხენის ძალას და 1500 ნიუტონმეტრს
იძლევა. ამ მხეცის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 2.6 წამში
შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 408.84 კმ/სთ-ია. ეს სიჩქარე ოფიციალურად აპრილში
დაფიქსირდა.
„ბუგატი ლეჯენდსის“ სერიის პირველ ავტომობილს,
რომელიც ჟან-პიერ ვიმილის სახელს ატარებს, პირველად ამერიკაში, პებლ ბიჩის
ფესტივალზე წარადგენენ. სერიის მომდევნო ხუთ ლეგენდას „ბუგატი“ მომდევნო 12 თვეში გაგვცნობს.
No comments:
Post a Comment