Saturday, July 20, 2013

„პორშე“ „მაკანის“ წარმოებას დეკემბერში დაიწყებს

2014 Porsche Macan Production Starts In December
20 ივლისი
„პორშე“ თავის ისტორიაში უგზოობის მეორე ავტომობილის, „მაკანის“ გამოსაშვებად ემზადება.ეს ავტომობილი, უკვე თითქმის შეუნიღბავად გადის საგზაო ტესტებს. მისი მსოფლიო პრემიერის ადგილიც ცნობილია - ლოს ანჯელესის ავტო შოუ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება. თუმცა, დღემდე უცნობი იყო, როდის დაიწყებოდა მისი წარმოება. და აი, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ავტომობილი ლაიპციგის ქარხნის კონვეიერზე დეკემბერში დადგება.
„პორშეს“ ლაიპციგის ქარხნის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ზიგრიდ ბიულოუ ამბობს, რომ მისმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ქარხანაში სამღებრო სექტორი დააკომპლექტა. მალე აქ რამდენიმე ავტომობილის ძარის ელემენტებს სატესტო რეჟიმში შეღებავენ. მანვე განაცხადა, რომ პირველი „მაკანი“ კონვეიერს დეკემბერში დატოვებს.
„პორშე“ იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 50 000-75 000 ცალი „მაკანის“ გაყიდვას შეძლებს. კომპანიის მარკეტოლოგები მოელიან, რომ ეს ავტომობილი, მასზე დიდ „კაიენზე“ წარმატებული იქნება. ამ ვარაუდის საბაბს მათ ის ფაქტი აძლევს, რომ „მაკანი“ უფრო პატარაა და შესაბამისად, შედარებით იაფიც ეღირება.

No comments:

Post a Comment