Wednesday, July 31, 2013

„ნისან GT-R ნისმოს“ წარმოუდგენელი აჩქარება ექნება

2015 Nissan GT-R Nismo to Set 0-60 MPH Record
31 ივლისი
„ნისანი“ და მისი ტემპერამენტიანი ავტომობილების მწარმოებელი შტო „ნისმო“ ავტოსამყაროს გაოცემას გეგმავენ. იაპონური კომპანიები გვპირდებიან, რომ მათ მიერ სუპერ ავტომობილ GT-R-ის ბაზაზე შექმნილი ვერსია 570-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელი იქნება ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის რეკორდის (7 წუთი და 18 წამი, რომელიც „ნისან GT-R-ს ეკუთვნის) გაუმჯობესება.

რაიკონენზე დიდი მოთხოვნაა

- Ferrari offers Raikkonen seat for 2014
- Ferrari plays down Raikkonen return reports
31 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა ერთში სატრანსფერო ეგრეთ წოდებული „სილი სიზონი“ გახურდა. საერთოდ, ის უფრო ადრე იწყება ხოლმე, მაგრამ ნამდვილი „საგიჟეთი“ სწორედ ბუდაპეშტის შემდეგ დაიწყო. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერნანდო ალონსო „რედ ბულში“ გადადის, რაც მალევე უარყვეს. შემდეგ პრესა ალონსოსა და „ფერარის“ შორის ურთიერთობის დაძაბვაზე ალაპარაკდა, მაგრამ ლუკა დი მონტეძემოლომ ეს ინფორმაციაც უარყო. ახლახანს კი გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიმი რაიკონენი „რედ ბულში“ კი არა, „ფერარიში“ გადადის.

Tuesday, July 30, 2013

„მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობა შეიძლება ფ1-ის გასცდეს

McLaren and Honda’s F1 Engine Partnership May Extend to Road Cars
30 ივლისი
მართალია, ფორმულა ერთის მიღმა თანამშრომლობას ამ ეტაპზე ორივე კომპანია გამორიცხავს, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საგზაო ავტომობილებსაც შეეხოს, - „ავტოქართან“ საუბარში განაცხადა „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა.

ფ1-ის მომავალი სეზონის კალენდრიდან ინდური ეტაპი ამოვარდა

Indian Grand Prix dropped from Formula 1 in 2014, but back for 2015
30 ივლისი
გაირკვა ერთ-ერთი იმ ეტაპთაგან, რომლებიც მომავალი სეზონის კალენდარში აღარ შევა. ესაა ინდოეთის დიდი პრიზი, რომლის ორგანიზატორებსაც ამ სეზონშიც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ამის გამო, იყო ეჭვი, რომ მიმდინარე სეზონის კალენდარი 18-მდე შემცირდებოდა. ეს ინფორმაცია თვით ბერნი ეკლსტოუნმა დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, ინდური ეტაპი 2015 წლის კალენდარში დაბრუნდება.

„ფორდი“ დაკარზე ორი „რეინჯერით“ გამოვა

Ford to enter 2014 Dakar Rally with two purpose-built Rangers
30 ივლისი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ დაკარის 2014 წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რაშიც თავისივე სამხრეთაფრიკული დივიზიონი დაეხმარება. ამერიკული კომპანია რალი მარათონზე ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ პიკაპ „რეინჯერებით“ იასპარეზებენ. მათგან ერთის საჭესთან არგენტინელი ლუსიო ალვარესი მიუჯდება, მეორესას კი - სამხრეთ აფრიკელი კრის ვისერი.

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას ცდილობს

Volkswagen, Suzuki Could Revive Partnership
30 ივლისი
ორი წელია, „სუზუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის დავა მიმდინარეობს, რომელიც მათ შორის ადრე გაფორმებული პარტნიორობის პირობების დარღვევას მოჰყვა. სააგენტო ბლუმბერგმა მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ შესაძლოა, კომპანიებმა პარტნიორბის გაგრძელებაზეც კი მოილაპარაკონ. მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს დაუბრუნდება.

Monday, July 29, 2013

„მერსედესი“ პირველ 9-საფეხურიან ავტომატს „E350 ბლიუტეკზე“ დააყენებს

Mercedes Introduces its First 9-Speed Automatic Gearbox on the E350 BlueTEC
29 ივლისი
სულ რამდენიმე წლის წინ, საავტომობილო სამყაროში, უფრო სწორედ კი მის პრემიუმ სეგმენტში, აქტუალური თემა ეგრეთ წოდებული ცხენის ძალების ომი იყო. ამ ომის დროს პრესტიჟულად ითვლებოდა, თუ ამ სეგმენტში მომუშავე კომპანია, თავის ავტომობილს კონკურენტზე მძლავრი ძრავით აღჭურვავდა. მაგრამ დრო სწრაფად შეიცვალა და ცხენის ძალების ომი, საფეხურების ომმა შეცვალა - ტრანსმისიებში გადაცემის საფეხურების რიცხვი თანდათან მატულობს და უკვე ცხრას მიაღწია. და როგორც ირკვევა, არც ესაა ზღვარი.

„პორშე“ პლაგ-ინ „პანამერასაც“ გამოუშვებს

Porsche bullish on plug-in Panamera
29 ივლისი
„პორშე“ იმედოვნებს, რომ „პანამერას“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია „პანამერა S E-ჰაიბრიდი“ 10 000 ცალი გაიყიდება. ეს „პანამერას“ სამოდელო გამის სასიცოცხლო ციკლის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტია და პირველ ჰიბრიდულ მოდფიკაციაზე ორჯერ მეტი. გერმანულ კომპანიას ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „პანამერას“ ჩვეულებრივ ჰიბრიდულ ვერსიაზე გაცილებით უკეთესი მახასიათებლები აქვს.

„ალფა რომეო სპაიდერს“ 170 ცხენის ძალა ექნება

Alfa Romeo Spider to get 168bhp
29 ივლისი
„ალფა რომეოს“ უახლესი ღია სპორტული ავტომობილი, რომელიც ამ ეტაპზე „სპაიდერის“ სახელითაა ცნობილი და რომლის შექმნაშიც, იტალიურ კომპანიას პარტნიორობას „მაზდა“ უწევს, ბაზარზე 2015 წელს გამოვა, თუმცა მასზე უკვე პირველი კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდება. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ცნობით, ავტომობილი 168-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება. ავტომობილს მსუბუქი მზიდი აგებულება ექნება და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე სტილში შესრულდება.

„ბეემვეს“პირველი სერიული ელექტრო მობილის პრემიერა

New BMW i3 Officially Introduced, Sales Begin this Fall
29 ივლისი
„ბეემვემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილს, ჰეჩბეკ i3-ს ორიგინალური მსოფლიო პრემიერა მოუწყო - ავტომობილს საბურველი ერთდროულად სამ ქალაქში - ლონდონში, ნიუ იორკსა და პეკინში ახადეს. და ამიერიდან, ელექტრომობილების სერიულად მწარმოებელთა ჯერჯერობით მოკლე სიას, კიდევ ერთი კომპანია შეემატა. მოსწონთ, თუ არა ეს ბავარიული კომპანიის თაყვანისმცემლებს, „ბეემვე“ უკვე გახდა ელექტრომობილების მწარმოებელი.

„ფორდი“ ძველ და ახალ პიკაპ F-150-ს ერთდროულად გამოუშვებს

Ford to build current, next F-150 pickup at same time, report says
29 ივლისი
„ფორდ მოტორი“ თავის პოპულარულ პიკაპ F-150-ის ერთდროულად ორი, ძველი და ახალი თაობის მოდელების წარმოებას აპირებს. ოღონდ, ეს მხოლოდ ექვს თვეს გასტანს და ამის მიზეზი ისაა, რომ მიწოდებისას ჩავარდნები გამოირიცხოს. ამერიკული კომპანია ახალი პიკაპის წარმოების დაწყებას მომავალი წლის ივლისში გეგმავს. ძველი მოდელის წარმოება კი იმავე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Sunday, July 28, 2013

„პორშე პანამერა 4S ექსეკუტივ“ თბილისში

28 ივლისი
„პორშე პანამერას“ მინი ოჯახი უკვე ათ წევრს ითვლის და მათგან ერთ-ერთი უახლესის, „პორშე პანამერა 4S ექსეკუტივის“ შეძენა უკვე თბილისშიც არის შესაძლებელი. გერმანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისში, კომპანია „თეგეტა პრემიუმ ვიიქლი“ ქართველ მომხმარებელს უკვე ამ სპორტული სედანის სააღმასრულებლო ვერსიას სთავაზობს, რომელიც უახლესი, 3.0-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი.

„ჰონდას“ შეხვედრა მედიასთან

28 ივლისი 
„ჰონდას“ ოფიციალური დილერი საქართველოში, კომპანია „სენა მოტორსი“, ამიერიდან მყიდველს ორ უახლეს ავტომობილს - უგზოობის კომპაქტურ მოდლ CR-V-ს და სედან „აკორდს“ შესთავაზებს. ამასთან დაკავშირებით, შოურუმ „ჰონდა თბილისში“, მედიისთვის სპეციალური მიღება და სახელდახელო ტესტ დრაივი ჩატარდა.

ჰამილტონმა უნგრეთში ისევ პოულიდან მოიგო

Hungary gives Hamilton his first win for Mercedes
28 ივლისი
ლუის ჰამილტონმა მეოთხედ მოიგო უნგრეთის დიდი პრიზი და ამ მაჩვენებლით, მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. ამ ორ მრბოლს, ჰუნგარორინგზე გამარჯვების თასი ყველაზე მეტჯერ აქვთ აწეული. უნგრულ გაუსაძლის სიცხეში, ბრიტანელმა მრბოლმა „მერსედესის“ მანქანით პირველად მოიგო. მან ამ გამარჯვებას თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწოდა.

Saturday, July 27, 2013

ჰამილტონის ზედიზედ მესამე პოული

Hamilton scorches to third pole in a row
27 ივლისი
ლუის ჰამილტონს უნგრეთის დიდი პრიზი „მაკლარენით“ სამჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად ჰუნგარორინგზე „მერსედესით“ ასპარეზობს და მართალია, მოგების მცირე შანსი აქვს, მაგრამ კვალიფიკაციაზე მაინც გამოიჩინა თავი და ზედიზედ მესამე, ამ სეზონში კი მეოთხე პოული მოიპოვა.

Friday, July 26, 2013

სუბარუ ფრანკფურტში ორ ნაცნობ კონცეპციას წარადგენს

Subaru WRX Concept to Make European Debut at Frankfurt
26 ივლისი
იმ შემთხვევაში, თუ „სუბარუს“ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის რაიმე სიურპრიზი არ აქვს მომზადებული, მის სტენდზე, სერიულ ავტომობილებთან ერთად, ორ უკვე ცნობილ კონცეპტუალურ ავტომობილსაც ვიხილავთ. ერთია ქროსოვერი „ვიზივი“, მეორე კი სპორტული სედან WRX, რომლის სახელიც, რალის მსოფლიო ჩემპიონატთან კავშირზე მიგვანიშნებს.

„აუდი“ ჩინეთისთვის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს

Audi Readying Plug-in Hybrid for the Chinese Market
26 ივლისი
„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ ჩინური ბაზრისთვის, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრო მობილს შეიმუშავებს. გერმანულ კომპანიასთან ერთად, ამ პროექტზე მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია FAW-ის (იშიფრება, როგორც ფირსტ ავტომოტივ ვორკს) სპეციალისტებიც იმუშავებენ.

ფორმულა 1-ში ალბათ პიტსტოპების მინიმალურ დროს დააწესებენ

Formula One considers minimum time for pitstops
26 ივლისი
ფორმულა ერთში შესაძლოა პიტსტოპების დროის მინიმალური ლიმიტი შემოიღონ. ამის მიზეზი, პიტსტოპების უსაფრთხოების გაზრდაა. ამ საკითხის აქტუალობა ნურბურგრინგზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა. ეს ინციდენტი მარკ ვებერს შეემთხვა, რომლის მანქანასაც დაძვრისას, ცუდად დამაგრებული ბორბალი მოძვრა, რომელმაც პიტლეინში უკონტროლოდ იგორავა და ტელერეპორტიორი დააზიანა.

ფეტელი და „რედ ბული“ ისევ დომინერებენ

Vettel leads Red Bull one-two in practice
26 ივლისი
ისევ ფეტელი და ვებერი. მეორე პრაქტიკაზე სიჩქარეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „რედ ბულზე“ და მის ბიჭებზე ვერც გაუსაძლისმა სიცხემ იმოქმედა. ისე კი, ამჯერად პელოტონი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა. შვიდმა მრბოლმა წრე წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გაიარა. „რედ ბულების“ უახლოესი მდევარი ამჯერადაც „ლოტუსია“, ოღონდ ის მანქანა, რომელსაც რომენ გროჟანი მართავს. ფერნანდო ალონსო კვლავ მეოთხეა. სამქიმიანებმა კი უკეთ გაუგეს საბურავებს - მოწინავე შვიდეულში ისინიც არიან.

ფეტელი პირველი უნგრული გამარჯვებისთვის ემზადება

Vettel leads Red Bull one-two in Hungary practice
26 ივლისი
მუხრუჭების პრობლემების მიუხედავად, სებასტიან ფეტელმა უნგრული რბოლის პირველ პრაქტიკაზე მაინც საუკეთესო დრო აჩვენა. მან 0.259 წამით აჯობა თანაგუნდელ მარკ ვებერს, რომელიც მომავალი სეზონიდან, ლე მანის სერიაში, „პორშეს“ სარბოლი პროტოტიპით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „რედ ბულის“ პილოტებმა შეძლეს ჰუნგარორინგის ერთი წრის წუთსა და 23 წამზე ნაკლებში გავლა. თუმცაღა, მეოთხე დროის მქონე ფერნანდო ალონსო ფეტელს მხოლოდ 0.376 წამით ჩამორჩა. მესამე დრო კიმი რაიკონენს ჰქონდა.

Thursday, July 25, 2013

„მინი“ თავის მომავალ სტილს გვაცნობს

Mini Previews Future Brand Styling with New Vision Concept
25 ივლისი
„მინიმ“ თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ვიჟნ“ გაგვაცნო, რომელიც კომპანიის მომავალ სტილს გვიჩვენებს. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ცვლილება ევოლუციურია და დიზაინერებმა ყურადღება ცალკეულ ელემენტებზე გაამახვილეს. კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება, კომპანიის დიზაინის შეფმა ანდერს უორმინგმა გაგვაცნო.

„რედ ბულის“ პატრონს რიკიარდო მოსწონს

Mateschitz hints 'excellent' Ricciardo to win Red Bull seat
25 ივლისი
ავსტრალიელს ავსტრალიელი შეცვლის? რატომაც არა. მითუმეტეს, თუ ასე მოისურვებს ჩემპიონი საჯინიბოს მფლობელი დიტრიხ მატეშიცი. ახალგაზრდა ავსტრალიელმა სილვერსტოუნზე ჩატარებული ტესტების დროს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ბოლო რბოლებშიც გამოირჩევა და ეს ყველაფერი მის შანსებს, „რედ ბულში“ მარკ ვებერი შეცვალოს, სულ უფრო ზრდის. კიდევ უფრო კარგი, თუ მთავარი ადამიანი აქებს.

„ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესი“ ჟან-პიერ ვიმილის სახელზე

Bugatti Previews Grand Sport Vitesse Jean-Pierre Wimille Special Edition
25 ივლისი
„ბუგატი“ თავისი „ვეირონის“ ამ სპეციალურ ვერსიას, რომელსაც მხოლოდ სამ ცალს დაამზადებს, თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მრბოლს, ფრანგ ჟან-პიერ ვიმილს მიუძღვნის, ვისთან ერთადაც ორჯერ - 1937 და 1939 წლებში მოიგო ლეგენდარული ლე მანის 24-საათიანი რბოლა. სხვათა შორის „ბუგატი“ სულ ლე მანის გამარჯვებულებისადმი ექვსი სპეციალური ვერსიის (ბუგატი ლეჯენდს) მიძღვნას აპირებს და ჟან-პიერ ვიმილი პირველია.

„სტელა“ - მზის საოჯახო ავტომობილი

STELLA — World’s First Solar Powered Family Car
25 ივლისი
მზე ენერგიის მუდმივი წყაროა, მაგრამ ავტომობილებისთვის მის ათვისებას, შესაბამისი ელემენტების სიძვირე უშლის ხელს. თანაც, ამ ელემენტებს საკმაოდ დიდი ფართობი ესაჭიროება. მაგრამ კომპანიები და ინსტიტუტები ამ თემაზე მუდმივად მუშაობენ და მზეზე მომუშავე ავტომობილების გარბენებსაც კი აწყობენ. ასე და ამგვარად, ისინი ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შეუპოვრად ცდილობენ მზის ენერგიის ავტომობილებზე დანერგვას.

Wednesday, July 24, 2013

„სიტროენ C-ელისე“ - სარბოლი ავტომობილი სებასტიან ლოებისთვის

Citroën C-Elysée WTCC is Sebastien Loeb's New 380HP Ride
24 ივლისი
ეს არის ავტომობილი, რომლითაც მომავალ სეზონში, ლეგენდარული სებასტიან ლოები ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონისთვის ის მისმა უცვლელმა პარტნიორმა, ფრანგულმა კომპანია „სიტროენმა“, თავის მოდელ „C-ელისეს“ ბაზაზე მოამზადა.

„სუზუკი“ ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ კარგ გაყიდვებს მოელის

Suzuki hopes for sales boost from SX4 S-Cross
24 ივლისი
„სუზუკი“ იმედოვნებს, რომ უახლეს კომპაქტურ ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ გაყიდვების დაწყება, ევროპაში კომპანიის საქმეს გააუმჯობესებს. ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებულია და იაპონურმა კომპანიამ დილერებისთვის მისი მიწოდებაც დაიწყო, გაყიდვები კი მოგვიანებით აიღებს სტარტს.

„ფიესტა“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით ქალების წლის ავტომობილია

Ford Fiesta 1.0-liter EcoBoost Named Women’s World Car of the Year
24 ივლისი
მართალია, „ფორდ ფიესტა“ ვერ გავიდა კონკურს მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალში, მაგრამ სამაგიეროდ, ახლახანს სხვა, საკმაოდ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა - სუსტი სქესის საავტომობილო ჟურნალისტებმა ის ქალებისთვის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივი სპორტქარის ვარიანტებს განიცილავენ

Toyota and BMW Considering Five Options for Next Sportscar
24 ივლისი
ნახევარი წლის წინ, „ტოიოტა“ და „ბეემვე“ შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავებენ ახალ სპორტულ ავტომობილს, რომელსაც სავარაუდოდ, იაპონური კომპანია „სუპრას“ სახელით გამოუშვებს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მისთვის პარტნიორები ახალ ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ.

ეკლსტოუნი 20 რბოლას გვპირდება

Ecclestone insists 2014 calendar to have 20 races
24 ივლისი
ბერნი ეკლსტოუნი გამორიცხავს მოსაზრებას, თითქოს ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში 22 რბოლა შევა. ეს ვარაუდი იმ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის შესაბამისადაც, ახალი სეზონიდან, ფ1-ს ავსტრიული დიდი პრიზი უბრუნდება. ეს იმ დროს, როცა მიმდინარე სეზონში 19 რბოლაა, მომავალ სეზონში კი ავსტრიულის გარდა, კალენდარს კიდევ ორი - ნიუ ჯერსისა და რუსეთის ეტაპები ემატება.

Tuesday, July 23, 2013

„ფოლკსვაგენმა“ უგზოობის პატარა „ტაიგუნის“ წარმოება გადაწყვიტა

VW Taigun Small SUV May Launch in 2016, New Photos Released
23 ივლისი
„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გერმანული კომპანია პატარა ქროსოვერ „ტაიგუნს“ გამოუშვებს. გეგმის მიხედვით, ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ვოლფსბურგელებმა ეს ინფორმაცია პირველად გამოცემა „ავტოუიკს“ გაუმხილეს. მათვე განაცხადეს, რომ ამ ავტომობილის ძრავების გამაში სამცილინდრიანი აგრეგატიც შევა. მისი მცირე გაბარიტების გამო, ამერიკის ბაზარზე „ტაიგუნის“ გაყიდვა გათვალისწინებული არაა.

„რენო-ნისანის“ ალიანსმა უკვე 100 000 ელექტრომობილი გაჰყიდა

Renault-Nissan Alliance Sells 100,000th Electric Vehicle
23 ივლისი
31 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი პირველი ელექრომობილის, ჰეჩბეკ „ლიფის“ წარმოება დაიწყო. ახლახანს კი იაპონურმა კომპანიამ და მისმა ფრანგმა პარტნიორმა „რენომ“, მე-100 000 ელექტრომობილი გამოუშვეს. ეს ავტომობილი (ნისან ლიფი) წილად ამერიკელ ასპირანტ სტუდენტ ელისონ ჰოვარდს ხვდა.

კონცეპტუალური „ფორდ ევოსი“ ისევ ყურადღების ცენტრშია

Ford Evos Concept Back in the Spotlight
23 ივლისი

„ფორდის“ კარგად ცნობილი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ევოს“, რომელიც ამერიკული კომპანიის მომავალ კორპორატიულ სტილს წარმოგვიდგენს, მალე ლონდონში, სალონ პრივეზე წარსდგება, სადაც ახალ კონცეპტუალურ ნამუშევრებს და პროტოტიპებს უჩვენებენ.

მწვანე შუქი „ბენტლის“ უგზოობის ავტომობილს

Bentley Officially Green Lights SUV, Sales Begin in 2016
23 ივლისი
ბოლოს და ბოლოს, „ბენტლიმ“უგზოობის ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა. უფრო სწორედ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველანაირი კომპანიის პოტენციალის გამოყენებას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს კომპანიები მასობრივი მწარმოებლები არიან, თუ სუპერ ავტომობილებზე სპეციალიზებული.

„მიცუბიშის“ შემდეგი „ევო“ ჰიბრიდული იქნება

Next Mitsubishi Evo Could Be a 500 BHP Hybrid
23 ივლისი
თანაც, მისი პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარის სიმძლავრე, მინიმუმ 500 ცხენის ძალა უნდა იყოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ ავრცელებს და დასძენს, რომ ამ ავტომობილით „მიცუბიში“ კონკურენციას „ნისანის“ პოპულარულ ხელმისაწვდომ სუპერქარ GT-R-ს გაუწევს.

„ჰიუნდაი ველოსტერი“, რომელიც ზომბებისგან დაგიცავთ

Hyundai shows Walking Dead Veloster Zombie Survival Machine at Comic-Con
23 ივლისი
უკვე მეორე წელია, „ჰიუნდაი“ სან დიეგოში, კომიქსების ტრადიციულ გამოფენა კომიკ-კონში მონაწილეობს. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც კორეულმა კომპანიამ იქ თავისი ავტომობილის ისეთი ვერსია წარადგინა, რომელიც ზომბებთან და ჯოჯოხეთის მსგავს მაშხალებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შარშან კორეელებმა გადაკეთებული „ელანტრა კუპე“ შემოგვთავაზეს, წელს კი ბაზისად „ველოსტერ ტურბო“ გამოიყენეს.

ფრანკფურტში „რენო“ ახალ კონცეპტუალურ მანქანს გვიჩვენებს

Renault to Unveil New Concept Car at Frankfurt
23 ივლისი
ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, სრულიად ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს გამოიტანს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილზე პრაქტიკულად არაფერია ცნბილი, რადგან „რენო“ მას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახით, გვიჩვენებენ კომპანიის სტილის განვითარებას და „პრემიუმ ავტომობილის ხედვას“.

ავსტრია შეიძლება ფ1-ის კალენდარში დაბრუნდეს

Austrian Grand Prix set to return to F1 calendar in 2014
23 ივლისი
შპილბერგის სარბოლო ტრეკის მფლობელმა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ ბერნი ეკლსტოუნთან უმიაღწია შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში ავსტრიული დიდი პრიზი დაბრუნდება. უფრო მეტიც, რბოლის ჩატარების თარიღად 6 ივლისი განისაზღვრა.

Monday, July 22, 2013

გოლფის კარტის ახლებური კონცეპცია „მერსედესისგან“

Mercedes-Benz Brings the Golf Cart Into the 21st Century with New Concept
22 ივლისი
„ვიჟნ გოლფ კარტ“ - ასე ჰქვია „მერსედეს-ბენცის“ კარლსბადის (შტატი კალიფორნია) მოწინავე დიზაინის ცენტრის მიერ შემუშავებულ კონცეპციას, რომელიც წარმოადგენს გერმანული კომპანიის ხედვას იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს გოლფის მომავლის კარტები. კონცეპციაზე მუშაობისას, მისმა ავტორებმა, მსოფლიოს წამყვანი მეგოლფეების რეკომენდაციები და სურვილები გამოიყენეს.

„ბეემვემ“ i3-ის ფასები გამოაცხადა

New BMW i3 Priced from $41,350 in the US, £25,680 in the UK and €34,950 in Germany
22 ივლისი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ბეემვემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილის, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ  i3-ის შესახებ ინფორმაცია ულუფებად გაგვაცნო, მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე კი მისი ფასები გამოაცხადა. პრემიერის ცერემონია ერთდროულად სამ ქალაქში - ლონდონში, ნიუ იორკსა და პეკინში, 29 ივლისს გაიმართება.

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 20 მილიონს გასცდება

China auto sales may top 20 million in 2013
21 ივლისი
ჩინეთის ბაზარზე ავტომობილების (მათ შორის, სატვირთოების და ავტობუსების) გაყიდვები წელს 20-მილიონიან ზღვარს ასცდება. ამას კი ეკონომიკის ზრდის გაგრძელება და ურბანიზაციის ზრდა განაპირობებს. ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) პროგნოზის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვები 7 პროცენტით გაიზრდება და 20.65 მილიონს მიაღწევს.

Sunday, July 21, 2013

უახლესი „რეინჯ როვერ სპორტი“ ლეგენდარული „სპიტფაიერის“ წინააღმდეგ (ვიდეო)

All-New Range Rover Sport Takes On Mighty Spitfire In A Unique Duel Of British Legends At Goodwood
21 ივლისი
ეს დასამახსოვრებელი დაპირისპირება მანქანასა და ლეგენდარულ ავიაგამანადგურებელს შორის, გუდვუდის აეროდრომზე, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დაწყებამდე შედგა. სისწრაფეში ერთმანეთს „ლენდ როვერის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი, უახლესი „რეინჯ როვერ სპორტი“ და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული გამანადგურებელი „სუპერმარინ სპიტფაიერი“ გაეჯიბრა.

„ძაგატოს“ საჩუქარი „ასტონ მარტინს“ ასწლოვანი იუბილესთვის

Zagato Marks Aston Martin Centenary With Two New Special Editions
21 ივლისი
„ასტონ მარტინს“ ასი წელი უსრულდბა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მისი პარტნიორი, იტალიური ატელიე „ძაგატოა“. ამ თარიღთან დაკავშირებით, იტალიურმა კომპანიამ, თავისი ბრიტანელი პარტნიორისთვის, ორი სპეციალური ავტომობილი მოამზადა. ერთი კუპე DBS-ზეა ბაზირებული, მეორე კი - კაბრიოლეტ „DB9 ვოლანტეზე“. ორივე ავტომობილი შეკვეთითაა დამზადებული.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ორი წლის გახდა

Jaguar Land Rover Celebrates Two Years Of Range Rover Evoque Production
21 ივლისი
„ლენდ როვერი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოების დაწყებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. თავისთავად, ორწლიანი ისტორია ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანული კომპანიის გაყიდვები და ათეულობით ჯილდოც მიიღო, გასაკვირიც არაფერი დარჩება. თანც, ამ ორ წელიწადში საინტერესო სტატისტიკაც დაგროვდა.

Saturday, July 20, 2013

„პორშე“ „მაკანის“ წარმოებას დეკემბერში დაიწყებს

2014 Porsche Macan Production Starts In December
20 ივლისი
„პორშე“ თავის ისტორიაში უგზოობის მეორე ავტომობილის, „მაკანის“ გამოსაშვებად ემზადება.ეს ავტომობილი, უკვე თითქმის შეუნიღბავად გადის საგზაო ტესტებს. მისი მსოფლიო პრემიერის ადგილიც ცნობილია - ლოს ანჯელესის ავტო შოუ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება. თუმცა, დღემდე უცნობი იყო, როდის დაიწყებოდა მისი წარმოება. და აი, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ავტომობილი ლაიპციგის ქარხნის კონვეიერზე დეკემბერში დადგება.

მომავალ სეზონში მანქანები დამძიმდება

2014 F1 cars to be much heavier
20 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ბოლიდები საგრძნობლად დამძიმდება. გაზეთ „ბილდის“ რეპორტიორი ფრანკ შნაიდერი ამბობს, რომ მართალია, ძრავი დაპატარავდება, მაგრამ სამაგიეროდ, სისტემა ERS-ის (ენერგიის აღდგენის სისტემა) და ელემენტების გაზრდილი ბლოკის წყალობით, ავტომობილი წონაში (ახლანდელთან შედარებით) 50 კილოგრამით და მეტით მოიმატებს.

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე ix35-ს ბრიტანეთში შეიტანს

The World's First Production Hydrogen Cars to Arrive in the UK
20 ივლისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ძალიან მალე, პროექტ „წყალბადის ქსელის ექსპანსიის“ (LNHE) ფარგლებში, ლონდონის ქუჩებში მოძრაობას მისი ხუთი ფიჭურ-ელემენტიანი ქროსოვერი ix35 დაიწყებს, რომელთა ენერგიის წყაროც წყალბადი იქნება. პირველ ეტაპზე, კორეული კომპანია 1000 ცალი ასეთი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც ლიზინგით გადასცემს კერძო და საზოგადოებრივ კომპანიებს.

„ჰონდას“ უახლესი „ფიტი/ჯაზი“ - პირველი შეხვედრა

This is the All-New 2014 Honda Fitt – Jazz, Hybrid Version 35% More Fuel Efficient
20 ივლისი
„ჰონდამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის უახლეს (მესამე თაობის) სუბკომპაქტურ ვენ „ფიტის“ (იგივე ჯაზი) ფოტოები და მწირი ინფორმაცია. ავტომობილი პირველად იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება, შემდგომში კი მისი შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ზემოთ ავტომობილი სუბკომპაქტურ ვენად მოვიხსენიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ წინა ორი თაობის ინერციაა. რეალურად კი ახალი „ფიტი“ სუბკომპაქტური ჰეჩბეკია.

Friday, July 19, 2013

პირველი 1000 „ფორდ მუსტანგი“ სპეც ვერსია იქნება

First 1000 next-gen Ford Mustangs to be sold as special editions
19 ივლისი
შემდეგი თაობის „ფორდ მუსტანგი“, რომელსაც ამერიკული კომპანია ყველა წინა მოდელისგან განსხვავებულს გვპირდება, პირველი 1000 ცალი სპეციალური ვერსიის სახით გამოვა. ინფორმაციის წყაროა „ფორდის“ წარმომადგენელი, რომელიც ავტომობილს 2014.5-ად მოიხსენიებს. სავარაუდოდ, ეს სახელი მისი დებიუტის დროს მიგვითითებს - 2014 წლის მაისს.

Thursday, July 18, 2013

ბალახის საკრეჭი სუპერ ავტომობილის ტემპერამენტით (ვიდეო)

Honda's 130MPH Mean Lawnmower Will Blow Your Socks Off
18 ივლისი
ბალახის საკრეჭი მინი ტრაქტორების დანიშნულება, რუტინული სამუშაოს შესრულება და გაზონის გალამაზებაა. ალბათ თავში არავის მოუვა იდეა, რომ ასეთი მშვიდი მანქანით ნავარდი დაიწყოს. თუმცა, ზოგჯერ გიჟური იდეები ასეთ უწყინარ მანქანებსაც ეხება. და ის „ჰონდას“ მარკეტოლოგებს მოუვიდათ.

„ჰიუნდაის“ ამერიკაში მესამე ქროსოვერი სჭირდება

Hyundai Pondering New Crossover SUV for the US Market
18 ივლისი
ჰიუნდაი“ აღიარებს, რომ ამერიკის ბაზარზე კიდევ ერთი, მესამე ქროსოვერი ესაჭიროება, რათა შესაბამის სეგმენტში, განვითარების პოტენციალი უკეთ აითვისოს. ჯერ ერთი, ამერიკაში ქროსოვერების სეგმენტი ბუმის ტემპით ვითარდება. მეორეც, ამ სეგმენტში კორეული კომპანია ჯერჯერობით მინიმუმს სჯერდება.