Friday, July 12, 2013

გუდვუდის სკულპტურა „პორშე 911-ის“ იუბილეს მიეძღვნა (ვიდეო)

Amazing 2013 Goodwood Statue Celebrates Porsche 911
12 ივლისი
ლეგენდარულ „პორშე 911-ს“ წელს 50 წელი შეუსრულდა. და გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის ტრადიციული ქანდაკება სწორედ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა. ჯერ ერთი, გერმანული კომპანია ფესტივალის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. მეორეც, უზარმაზარი ქანდაკება გუდვუდის სასახლის შესასვლელში აღიმართა და მთელი ფესტივალის დროს, ის მუდმივად დამსწრე საზოგადოების (როგორც მოელიან, სამ დღეშ მას 180 000 მაყურებელი დაესწრება) ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული.
ქანდაკებაში სამი სხვადასხვა თაობის 911-ია გამოყენებული. მარცხენა „სხივზე“ 1965 წელს გამოშვებული ავტომობილია დამაგრებული, მარჯვენაზე კი - უახლესი „911 კარერა 4“. მათ შორის, ყველაზე მაღალ „სხივზე“,197300 წელს გამოშვებული ყვითელი ფერის 2.7 RS მოთავსდა, რომელიც „პორშეს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ავტომობილია.
„პორშეს“ სკულპტურა ცნობილმა ბრიტანელმა მოქანდაკემ და მხატვარმა, ჯერი ჯუდამ შეიმუშავა. სკულპტურას მონკოკური აგებულება აქვს. მისი სიმაღლე 34 მეტრია, წონა კი - 25 ტონა. ჯუდას არაერთი ფილმის, თეატრალური და სატელევიზიო დადგმების მხატვრულ გაფორმებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ის ხშირად თანამშრომლობს მუზეუმებთან.
„ჩემი მიზანი იყო არამხოლოდ ისეთი სკულპტურის შექმნა, რომელიც ავტომობილის ენერგიის და დინამიური მღელვარების გადმომცემი იქნებოდა, არამედ ისეთისა, რომელიც ისეთი ლამაზი და დინამიური ქმნილებით დაამშვენებდა ფესტივალს, როგორიც 911-ია. მე უნდა მომეფიქრებინა, რა მექნა ამ ავტომობილისთვის ისეთი, რომ მის ლეგენდაზე გამესვა ხაზი. თანაც ისე, რომ მისი მეშვეობით, სიჩქარის შეგრძნებაც გადმომეცა. სკულპტურას ავტომობილისთვის უნდა მიეცა ის ენერგია, რასაც იმსახურებს!“ - ამბობს ჯუდა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment