28 ივლისი
„პორშე პანამერას“ მინი ოჯახი უკვე ათ წევრს ითვლის
და მათგან ერთ-ერთი უახლესის, „პორშე პანამერა 4S ექსეკუტივის“
შეძენა უკვე თბილისშიც არის შესაძლებელი. გერმანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი
თბილისში, კომპანია „თეგეტა პრემიუმ ვიიქლი“ ქართველ მომხმარებელს უკვე ამ
სპორტული სედანის სააღმასრულებლო ვერსიას სთავაზობს, რომელიც უახლესი,
3.0-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი.
ახალმა ძრავმა, რომელიც რომელიც 420 ცხენის ძალას და
520 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, გაცილებით ზორბა, ატმოსფერული 4.8-ლიტრიანი V8
შეცვალა. ამგვარად, ძველ აგრეგატზე ის 20 ცხენის ძალით და 20 ნიუტონმეტრით
ძლიერია. გარდა იმისა, რომ ეს ძრავი ნაკლებ (18 პროცენტით) საწვავს მოიხმარს, ის
მანქანას უფრო მეტ ტემპერამენტსაც ანიჭებს. მისით აღჭურვილ „პანამერა 4S
ექსეკუტივს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფა 4.8 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე
კი 285 კმ/სთ-ია.
ცნობისათვის, „პანამერა“ ეგრეთ წოდებული ოთხკარიანი
კუპეს, იგივე სპორტული სედანის კლასის ერთ-ერთი პირველი ავტომობილია მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. მისი მსოფლიო პრემიერა 2009 წელს, შანჰაის მოტორ შოუზე შედგა
და იქიდან მოყოლებული, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია უგზოობის
„კაიენთან“ ერთად. არადა, პრემიერამდე მის კომერციულ პერსპექტივას ბევრი
სკეპტიკურად აფასებდა. თუმცა ცუფენჰაუზენელებმა თავიდანკე მკაფიოდ განსაზღვრეს,
ვისთვის ქმნიდნენ „პანმერას“ - ნამდვილი მძღოლებისთვის, ვისთვისაც არც კომფორტია მეორეხარისხოვანი.
ეს კრიტერიუმები კი უფრო ხაზგასმულია „პანამერა 4S ექსეკუტივის“ შემთხვევაში.
„თეგეტა პრემიუმ ვიიქლმა“ თავის ახალ ავტომობილს, სარაჯიშვილის
შესანიშნავი ბრენდის, სიმებიანი კვარტეტის აკომპანიმენტით და „პორშესთვის“
დამახასიათებელი წარმოდგენით, ნამდვილი არისტოკრატიული დახვედრა მოუწყო.
პრეზენტაციაზე, დამსწრე საზოგადოებას, „პორშეს“ წარმომადგენლმა და „პორშე ცენტრი
თბილისის“ დირექტორმა ირაკლი პაპიაშვილმა მიმართეს.
დაბოლოს, საქართველოში „პორშე პანამერა 4S
ექსეკუტივის“ სასტარტო ფასი 88 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment