Wednesday, July 17, 2013

ევროკავშირი 2020 წელს გამონაბოლქვზე კანონს გაამკაცრებს

EU reaches deal on 2020 auto emissions law
17 ივლისი
ევროკავშირმა, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტი მოიწონა. თუ მას ევროპარლამენტი დაამტკიცებს, ახალი რეგლამენტი 2020 წელს ამუშავდება. ის იმ ავტომობილებს შეეხება, რომლებსაც კომპანიები რეგლამენტის შემოღებიდან გამოუშვებენ. ახალი რეგლამენტით, ავტომობილის გამონაბოლქვში, ყოველი კილლომეტრის გავლისას, ნახშირორჟანგის შემცველობა, 95 გრამზე მეტი არ უნდა იყოს. ეს 100 კილომეტრზე 4.0 ლიტრი საწვავის ხარჯის ექვივალენტურია.
მაგრამ სანამ ევროპარლამენტი რეგლამენტს დაამტკიცებს, ის ჯერ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოიწონოს, რაც პრობლემებთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ გერმანიას ასეთი მკაცრი შეზღუდვა არ აწყობს. ამის მიზეზი კი ადვილად მისახვედრია - ლუქს ავტომობილების მწარმოებლები, „მერსედეს-ბენცი“, „ბეემვე“ და „აუდი“ ამ რეგლამენტით ძალიან დაზარალდებიან, რაც გერმანიის ეკონომიკას ავნებს.
ახალი რეგლამენტის მიღების მოთავე ირლანდიაა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებს. ირლანდიელები ამბობენ, რომ მოწონებული რეგლამენტი უკვე არის კომპრომისული გადაწყვეტილება და აბალანსებს როგორც მწარმოებლების, ასევე გარემოს დამცველთა ინტერესებს.
„ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმება მომგებიანია როგორც გარემოსთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, ინოვაციების დანერგვისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ის მორიგი ნაბიჯია კონკურენტული, მცირე კარბონის შემცველი ეკონომიკისკენ“, - ამბობს ირლანდიის გარემოს დაცვის მინისტრი ფილ ჰოგანი.
ამ საკითხზე გერმანიას თავისი გეგმა აქვს, რომელიც ავტომწარმოებლებს, გამონაბოლქვზე ეგრეთ წოდებული სუპერ კრედიტების მიღების საშუალებას აძლევს. სუპერ კრედიტებს ის კომპანიები დაიმსახურებენ, რომლებიც ძალიან მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების (მაგალითად, ელექტრომობილების) წარმოებას დაიწყებენ. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ეს გეგმა დაიწუნა.
შემდეგ გერმანიამ ეს გეგმა დახვეწა და ყურადღება სხვა ტექნიკურ საკითხზე გაამახვილა, რომელიც გამამრავლებელი უწოდა. ეს წესი, ავტოკომპანიებს დროის მოგების საშუალებას აძლევს. კერძოდ, მათ მიერ მოპოვებული სუპერ კრედიტების რიცხვი, ყოველი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის გამოშვების შემდეგ მატულობს. შესაბამისად, ისინი შეღავათებს სხვა ავტომობილებზე ღებულობენ.
გერმანელები ირწმუნებიან, რომ სუპერკრედიტები ინდუსტრიას სიახლეების დანერგვისკნე ლტოლვას გაუძიერებს და მთავარი მოტივი ისევ მოგების გაზრდა იქნება. გერმანული კომპანიები ჩივიან, რომ გამონაბოლქვზე მკაცრი სტანდარტების შემოღებით, ფრანგული და იტალიური კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების წარმოებაზე არიან სპეციალიზებული. ასეთ ავტომობილებს კი ისედაც მცირე გამონაბოლქვი აქვს.
გერმანული კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი, ორი წლის წინ კილომეტრზე კილომეტრზე 147 გრამი იყო. ევროკავშირის ქვეყნების ყველა კომპანიის (მათ შორის გერმანულებისაც) საშუალო მაჩვენებელი კი მხოლოდ 132 გრამია და მალე ის 130 გრამამდე შემცირდება. ცნობისათვის, გარემოს დამცველთა ინიციატივით, 2025 წლისთვის კიდევ უფრო მკაცრი რეგლამენტის შემოღება იგეგმებოდა. კერძოდ, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 68-78 გრამის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, რაც 100 კილომეტრზე 3.0 ლიტრი საწვავის ხარჯის ტოლფასია.

No comments:

Post a Comment