Tuesday, July 16, 2013

„ჰენესის“ 1000-ცხენისძალიანი „კორვეტ სტინგრეი“

Hennessey Brings Out the Performance Goods for New Corvette Stingray
16 ივლისი
„შევროლეს“ უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ საბაზო ვერსიაც კი, 455 ცხენის ძალას განაგებს, რაც მას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ოთხ წამზე ნაკლებში აჩქარების საშუალებას აძლევს. ვისაც ეს არ ჰყოფნის, მას „ჯენერალ მოტორსი“ ამ ავტომობილის ZR1 ვერსიას შესთავაზებს. და თითქოს, ტუნინგი რაღა საჭირო უნდა იყოს...
მაგრამ ამერიკული კომპანია „ჰენესი პერფორმენსი“, თავის მუშტარს უფრო მეტს სთავაზობს. ეს უფრო მეტი, ხუთი პაკეტია „კორვეტ სტინგრეისთვის“. საბაზოა ვერსია, რომელიც 500-ცხენისძალიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. ამ ვერსიის ინდექსია HPE500 და მისი შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს. ამ პაკეტის ღირებულება 12 500 დოლარი ეღირება.
შემდეგ მოდის HPE600 და HPE700. სახელების მიხედვით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში, ძრავი 600 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 700-ს. ამ ვერსიებზე გამოყენებულია კომპანია „იტონის“ წარმოების მექანიკური დამჭირხნი TVS R2300. ამ ვერსიების ფასი 18.5 ათასი დოლარი იქნება. ვერსიები HPE800 და HPE1000 კი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც, პირველი 800, მეორე კი 1000 ცხენის ძალას ავითარებს. ისინი 30 000 დოლარზე მეტი ეღირება.
ტურბოს გარდა, ამ ვერსიებზე პაკეტში ბევრი სიახლეც შედის. ესენია ისეთი აეროდინამიკური ელემენტები, როგორებიცაა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სპოილერები, დიფუზორი და სხვა ელემენტები. ავტომობილი 10-წკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების „პაილოტ სუპერ სპორტ“ საბურავებითაა შემოსილი. მოგვიანებით, „ჰენესის“ სპეციალისტების ხელი ინტერიერსაც შეეხება. შეიცვლება საკიდარი, რომელშიც „პენსკეს“ წარმოების დრეკად ელემენტებს დააყენებენ. სამუხრუჭე სისტემაში გამოიყენებენ „ბრემბოს“ კარბონ-კერამიკულ როტორებს.

No comments:

Post a Comment