Tuesday, July 23, 2013

„რენო-ნისანის“ ალიანსმა უკვე 100 000 ელექტრომობილი გაჰყიდა

Renault-Nissan Alliance Sells 100,000th Electric Vehicle
23 ივლისი
31 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი პირველი ელექრომობილის, ჰეჩბეკ „ლიფის“ წარმოება დაიწყო. ახლახანს კი იაპონურმა კომპანიამ და მისმა ფრანგმა პარტნიორმა „რენომ“, მე-100 000 ელექტრომობილი გამოუშვეს. ეს ავტომობილი (ნისან ლიფი) წილად ამერიკელ ასპირანტ სტუდენტ ელისონ ჰოვარდს ხვდა.
ამ ორწელიწადნახევარში, მთელს მსოფლიოში 71 000 ადამიანზე მეტმა შეიძინა იაპონური ელექტრომობილი, რომელზეც „ნისანი“ ამბობს, რომ ელექტრომობილების მსოფლიო ბესტსელერია. „ლიფის“ ტოპ ბაზრებია ამერიკა (30 000 ერთეული), იაპონია (28 000) და ევროპა (12 000).
ალიანსის ფრანგულმა ნაწილმა, ელექტრომობილების წარმოება შედარებით გვიან დაიწყო. და შესაბამისად, მასზე საერთო გაყიდვების ნაკლები წილი - დაახლოებით 30 000 ერთეული მოდის. სამაგიეროდ, „რენოს“ გამაში ერთბაშად ოთხი ელექტრომობილია - კომერციული ვენი „კანგუ“, სედანი „ფლუენსი“, ჯუჯა „ტვიზი“ და სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „ზოი“. ამათგან ბაზარზე პირველი „კანგუ“ 2011 წლის ბოლოს გამოვიდა. მას მოჰყვა „ფლუენსი“, „ტვიზი“ და „ზოი“.
ფრანგულ-იაპონური საავტომობილო ჯგუფი გვამცნობს, რომ ორივე კომპანიის მიერ გაყიდულ ელექტრომობილებს ჯამში 841 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი, რაც ჩვენი პლანეტის გარშემო (ეკვატორის გასწვრივ) შესრულებული 20 000 ვოიაჟის ტოლფასია. ამ ავტომობილებმა დაზოგეს 53 მილიონი საწვავი და ატმოსფერო 124 მილიონი კილოგრამი ნახშირორჟანგისგან დაიცვეს.
ორივე კომპანიის მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ამბობს, რომ ელექტრომობილების გაყიდვები სულ უფრო მეტად გაიზრდება, რასაც ხელს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება შეუწყობს.

No comments:

Post a Comment