Thursday, July 4, 2013

მომავალ სეზონში ფ1-ის მანქანები 2-3 წამით შენელდება

F1 cars will be “two to three seconds slower” in 2014
4 ივლისი
FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში მანქანები ახლანდელთან შედარებით, ნაკლებად სწრაფები იქნება. უფრო კონკრეტულად კი, წრის გავლას 2-3 წამით მეტს მოუნდებიან. ამის მიზეზი კი ის გახდება, რომ მომავალი სეზონიდან ბოლიდები ტურბო ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც ახლანდელზე ოდნავ მეტი სიმძლავრე კი ექნება, მაგრამ მანქანებიც დამძიმდება.
„ვფიქრობ, თავიდან მანქანები წრის გავლას 2-3 წამით მეტს მოუნდებიან. ჩვენ ახალი ძრავები გვექნება: 1.6-ლიტრიანი V6, რომლებსაც ტურბინა და ენერგიის დამზოგავი სისტემები დამატებით სიმძლავრეს მისცემს. საბოლოო ჯამში, მათ ახლანდელ ძრავებზე ოდნავ მეტი სიმძლავრე ექნება, მაგრამ მაბრუნი მომენტის მართვა გაცილებით გართულებული იქნება. მთავარი სიმძლავრის ეფექტურად გამოყენებაა. შეიცვლება ფრთების ფორმა, რადგან ინჟინრები ჰაერისადმი წინააღმდეგობის შემცირებას ეცდებიან, რათა საწვავის მოხმარება შეამცირონ. ამას კი მნიშვნელობა ექნება, რადგან რბოლაში ერთ ავტომობილზე მხოლოდ 100 კილოგრამი საწვავის გამოყენება იქნება ნებადართული“, - ამბობს უაიტინგი და დასძენს, რომ საწვავის ავზების რეგლამენტთან შესაბამისობას, რეგულარულად შეამოწმებენ FIA-ს სპეციალური დელეგატები.
უაიტინგი ასევე ამბობს, რომ ამოქმედდება საჯარიმო ქულების სისტემა, რომლის გარკვეული პირობის შემთხვევაშიც, პილოტებს რბოლის გამოტოვებით დასჯაც კი ელით. ეს ქულები მრბოლებს სხვადასხვა წესების დარღვევის გამო დაერიცხებათ. ამ ეტაპზე, არსებობს საჯარიმო ქულების წესის მონახაზი, რომელშიც ერთი, ორი, სამი და მეტი ქულა განსხვავებული ინციდენტებისთვის იწერება. ყველაფერი ინციდენტის სერიოზულობაზეა დამოკიდებული. თუ პილოტს 12 თვეში 12 ქულა დაუგროვდება, ის ერთი რბოლით ლიცენზიას დაკარგავს და შესაბამისად, რბოლას გამოტოვებს. მაგალითად, თუ სამ საჯარიმო ქულას მრბოლი ივნისში მიიღებს, ისინი შემდეგი სეზონის ივნისამდე გაჰყვება.

No comments:

Post a Comment