Saturday, June 8, 2013

რაიკონენი და რიკიარდო სტარტზე ორი ადგილით ჩამოაქვეითებენ

Raikkonen and Ricciardo given two-place grid drops
8 ივნისი
 კანადური დიდი პრიზის სტარტზე, კიმი რაიკონენი და დანიელ რიკიარდო ორ-ორი ადგილით უკან დაიწევენ. ამის მიზეზი, კვალიფიკაციის მეორე სეგმენტის განახლებისას, მათ მიერ პიტლეინიდან გამოსვლის წესის დარღვევა გახდა. კერძოდ, ისინი იმაზე ადრე გამოვიდნენ ტრასაზე, ვიდრე ამის უფლებას რეგლამენტი აძლევდა.
კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში, ფელიპე მასას ავარიის გამო შეწყვეტილი რბოლის განახლებამდე, პიტლეინის გამოსასვლელში, რაიკონენმა და რიკიარდომ ის თანმიმდევრობა დაარღვიეს, როგორითაც რბოლის წითელი ალმით შეჩერების გამო შევიდნენ. მათ ორ-ორი ადგილით წინ წაინაცვლეს. არადა, სეგმენტის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი და შესაძლებელი იყო, რომ პიტლეინზე ჩამოტოვებულ პილოტებს, ამის გამო, სწრაფი წრე ვეღარც მოესწროთ.
მოკლედ, რაიკონენიც და რიკიარდოც, სტარტზე იმდენი ადგილით დასწიეს უკან, რამდენიც არასწორი მანევრით მოიგეს. იმავე მოტივით, სტიუარდებს პასტორ მალდონადო, ჟან-ერიკ ვერნი და სერხიო პერესიც ჰყავდათ გამოძახებული, მაგრამ მათ ქმედებაში დარღვევა ვერ დააფიქსირეს.
სხვათა შორის, სტიუარდებმა ის ინციდნტიც განიხილეს, რომელიც მესამე სეგმენტის დასაწყისში მოხდა. მაგრამ ამ შემთხვევის გამო, ის არ დაუსჯიათ. პიტლეინის გამოსასვლელში, მწვანე შუქის მოლოდინში მანქანები ორ რიგად დალაგდნენ. მწვანე შუქზე, კიმის წინ მდგარი მარკ ვებერი ზედმეტად შეყოვნებულა, რის გამოც, ფინელმა მრბოლმა გვერდი აუქცია და მესამე რიგიდან დატოვა პიტლეინი.

No comments:

Post a Comment