Wednesday, June 12, 2013

„ბეემვეს“ პირველ ელექტრომობილის ტესტდრაივზე გრძელი რიგია

BMW Says 100,000 People Booked Test-Drives for the i3 EV
12 ივნისი
„ბეემვეს“ გაყიდვების შეფი იან რობერტსონი აცხადებს, რომ ელექტრომობილ i3-ის ტესტდრაივზე უკვე დაახლოებით 100 000 შეკვეთა აქვს მიღებული. მისივე თქმით, კომპანიას საკმაოდ ბევრი წინასწარი შეკვეთის დეპოზიტიც აქვს მიღებული, თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს. ეს ყველაფერი მარკეტოლოგებს იმის იმედს აძლევს, რომ ელექტრომობილი კომპანიას მოგებას მოუტანს და თავისი სექტორისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.
კომპაქტურ ელექტრულ ჰეჩბეკ i3­ის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება, მისი გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება. რობერტსონის თქმით, მისი კომპანიის ახალწვეულის ფასი, დაახლოებით მე-3 სერიის დონეზე იქნება - გერმანიაში ავტომობილის საწყისი ფასი 28 800 ევროა.
ახლახანს, ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ფისკერი“ გაკოტრდა, კიდევ ერთი ამერიკული კომპანია „ტესლა“ მუდმივად გაკოტრების ზღვარზე მუშაობს. ასევე გაკოტრდა ელექტრომობილების ინფრასტრუქტურაზე სპეციალიზებული მრავალნაციონალური კორპორაცია „ბეტერ პლეისი“. მაგრამ ამის მიუხედავად, რობერტსონი დარწმუნებულია, რომ i3 და i8, მათი საწარმოო ციკლის განმავლობაში, მომგებიანი ავტომობილები იქნება.
„ეს არის ინვესტიცია მომავალში, რომელიც ჩვენი აზრით, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს ეკუთვნის და შესაბამის ავტომობილებს, ძალიან, ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ეს ავტომობილები, ჩვენი ბიზნესის ძირითადი მოთამაშეები იქნება“, - ამბობს რობერტსონი. ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, ყველაზე სწრაფად, ენერგიის შესანახი ტექნოლოგიები განვითარდება. ის ამბობს, რომ ეს სამ-ოთხ წელიწადში აკუმულატორების ტექნოლოგიები უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე გასულ ას წელიწადში.
„ბეემვემ“ i3 შეიმუშავა, როგორც სუფთა ელექტრომობილი. ის ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 250 ნიუტონმეტრი. მისი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 95-145 კილომეტრი გაიაროს (დამოკიდებულა მართვის სტილზე). ავტომობილის განვითარების პროცესში, ბავარიელებმა ასევე შეიმუშავეს მისი პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია, რომელშიც სვლის სიშორის გასაზრდელად, ორცილინდრიან შიდაწვის ძრავს იყენებენ. მისი დახმარებით, სვლის სიშორე 400 კილომეტრს აღწევს. ასეთი სისტემით აღჭურვას მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment