Friday, June 7, 2013

ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“ პაიკს პიკის რეკორდსმენი გახდა

2014 Range Rover Sport Becomes Fastest Production Car on Pikes Peak
7 ივნისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა მალე გაიმართება. და სანამ ამ სამთო ტრასაზე თანამედროვე შიდაწვისძრავიანი და ელექტრული მონსტრები გაინავარდებენ, „ლენდ როვერმა“ იქ თავის უახლეს „რეინჯ როვერ სპორტს“ სარეკლამო გარბენი მოუწყო. ამ გარბენის შედეგი კი უგზოობის სერიული ავტომობილების რეკორდია.
510-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილმა ავტომობილმა, ღრუბლებისკენ გზა (პაიკს პიკის რბოლას ხშირად ასე მოიხსენიებენ), რომლის დისტანციაც 19.99 კილომეტრია და რომელიც 156 მოსახვევს მოიცავს, 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა. 1 440 მეტრის ამპლიტუდის მქონე აღმართზე  ასვლის საშალო სიჩქარემ 95.23 კმ/სთ შეადგინა.
სარეკორდო გარბენისას, „რეინჯ როვერ სპორტის“ საჭესთან ამერიკელი მრბოლი და კასკადიორი  პოლ დალენბახი იჯდა, ვინც პაიკს პიკის ვეტერანია. ერთადერთი ცვლილება, რაც მანქანის კონსტრუქციაში შეიტანეს, სალონში უსაფრთხოების ჩარჩოს დამატებაა. რეკორდული გარბენის დროს, ქრონომეტრაჟს პაიკს პიკის საერთაშორისო რბოლის ორგანიზატორები ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პაიკს პიკის ტრასა ადრე ნაწილობრივ მოასფალტებული იყო, ნაწილობრივ კი გრუნტზე გადიოდა. მაგრამ შარშან ის პირველად ჩატარდა მთლიანად მოასფალტებულ გზაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ მანქანას, რომელიც ამ ტრასის გავლას შეეცდება, თავისუფლად შეუძლია ძელი რეკორდების დამხობა.

No comments:

Post a Comment