Tuesday, June 25, 2013

„ასტონ მარტინს“ ძრავებს ისევ „ფორდი“ დაუმზადებს

Aston Martin signs new Ford engine deal
25 ივნისი
„ასტონ მარტინმა“ და „ფორდმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ორი კომპანია პარტნიორობას ძრავების წარმოების სფეროში, ხუთი წლით გააგრძელებს. ამ კონტრაქტის შესაბამისად, ამერიკული კომპანია სუპერ ავტომობილების ბრიტანელ მწარმოებლისთვის, თავის კიოლნის (გერმანია) ქარხანაში, V8 და V12 ძრავებს გამოუშვებს.
ხელშეკრულება „ასტონ მარტინს“ ასევე აძლევს VH პლატფორმით მინიმუმ ხუთი წლით სარგებლობის უფლებას. სწორედ ამ პლატფორმაზეა ბაზირებული ბრიტანული კომპანიის ყველა ძირითადი მოდელი - „ვენტიჯი“, DB9 და „ვენქვიში“. ამის მიზეზი მარტივია - სულ რამდნიმე წლის წინთ, „ასტონ მარტინი“ სწორედ ამერიკული კომპანიის კუთვნილება იყო.
აღსანიშნავია, რომ „ასტყონ მარტინი“ ძრავების და საერთო პლატფორმების თემაზე მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთანაც აწარმოებდა. მათ შორის იყო „დაიმლერიც“, რომლის „მერსედეს-ბენცთანც“ წინასწარი შეთანხმება გაფორმდა კიდეც. უნდა ითქვას, რომ „ფორდთან“ მიღწეული შეთანხმება, გეიდონში ბაზირებულ „ასტონ მარტინს“ სხვა პარტნიორების ყოლას არ უკრძალავს. არაა გამორიცხული, რომ ბრიტანულ კომპანიას „ფორდის“ წარმოების ძრავები გარდამავალი პერიოდისთვის სჭირდება, სანამ სამქიმიანებთან პარტნიორობა სრული მასშტაბით გაიშლება. ამის წყალობით კი „ასტონი“ გერმანული ტექნოლოგიების გამოყენებას შეძლებს.
„ფორდთან“ პარტნიორობის გაგრძელება ნიშნავს, რომ ის ძრავები, რომლებსაც ცისფერი ოვალი „ასტონისთვის“ აწარმოებს, სრულყოფის პროცესს გაივლის. ეს კი პირველ რიგში იმისთვისაა საჭირო, რომ მათ უახლესი ევრო6 სტანდარტის დაკმაყოფილება შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს, „ასტონ მარტინის“ აქციების 37.5 პროცენტი იტალიურმა საინვესტიციო ფონდმა „ინვესტინდუსტრიალმა“ შეისყიდა, რითაც კომპანიის ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარით შეავსო. ამასთან, ახლოვდება ახალი მტავარი აღმასრულებლის არჩევის დრო - ულრიხ ბეცი უკვე 13 წელია, კომპანიას უძღვება.

No comments:

Post a Comment