Saturday, June 8, 2013

ფეტელმა როსბერგის საკვალიფიკაციო დომინაცია დაასრულა

Vettel on pole position for Canadian Grand Prix
8 ივნისი
თუმცა, რა ფეტელი და რის „მერსედესი“, კანადური კვალიფიკაციის ნამდვილ გმირად, თამამად შეგვიძლია ფ1-ის ფინელი ახალბედა ვალტერი ბოტასი მივიჩნიოთ. იმიტომ, რომ სებასტიან ფეტელისგან და ლუის ჰამილტონისგან პოულისთვის ბრძოლა აღარავის უკვირს. ბოტასს კი, თავისი „უილიამსით“, მესამე ადგილზე კი არა, კვალიფიკაციის მესამე სეგმენტშიც კი არავინ ელოდა. მითუმეტეს ისეთი წვიმიანი რბოლისას, როგორიც დღეს იყო.
კვალიფიკაცია სველ ტრეკზე ჩატარდა. პირველი სეგმენტის ბოლოს, ტრასა ოდნავ შეშრა და დროებიც ყოველ წუთს უმჯობესდებოდა. ამ ლატარეას ალღო ვერ აუღეს რომენ გროჟანმა და პოლ დი რესტამ, რომლებმაც პირველივე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
მეორე სეგმენტში ხელი ფელიპე მასას მოეცარა, რომელმაც შეცდომა დაუშვა - მარცხენა წინა ბორბლით ბალახზე გაიარა და ამის გამო, მაშინვე დაკარგა კონტროლი მანქანაზე, რომელიც საბურავების მწკრივს დაეჯახა. რა თქმა უნდა, ბრაზილიელისთვის რბოლა იქვე დასრულდა. ავარიის გარეშე, გარეთ ორივე „მაკლარენიც“ დარჩა. არადა, პირველ სეგმენტში ორივე პილოტი საკმაოდ სწრაფი იყო. ბოტასის ვენესუელელი თანაგუნდელი პასტორ მალდონადოც აქ გამოეთიშა ასპარეზობას. არადა, ისიც თითქოს საკმაოდ სწრაფი ჩანდა...
გადამწყვეტ სეგმენტში კი საუკეთესოები ფეტელი და ჰამილტონი იყვნენ, რომლებმაც საბოლოოდ, პირველ რიგში დადგომის უფლება მოიპოვეს. ისე კი, სულ სამმა პილოტმა შეძლო მესამე სეგმენტში წრის წუთსა და 26 წამზე სწრაფად გავლა. არადა, ეს პირველ სეგმენტში ჩარჩენილმა სამმა მრბოლმაც მოახერხა. ოღონდ, მაშინ ტრასა შედარებით გამშრალი იყო.
ბოტასისთვის ეს კარიერაში საუკეთესო შედეგია. მისი წარმატება ასევე მნიშვნელოვანია „უილიამსისთვის“, რომელიც ექვსი ეტაპის შემდეგ უქულოდაა. ბოტასმა უკან ჩამოიტოვა ნიკო როსბერგი, რომელმაც მონაკო ტრიუმფით მოიარა და წინა სამი ეტაპის კვალიფიკაციაც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კანადაში ფეტელი ყოველთვის სწრაფია - კვალიფიკაციასაც ხშირად იგებს და რბოლაშიც არ აკლებს ხელს, მაგრამ აქამდე ფინიშთან პირველი არასდროს მისულა. ბუნებრივია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ამ არასასურველი ტრადიციის დარღვევა სურს. არადა, სტარტზე გვერდში ამოუდგება ის პილოტი, რომელსაც მონრეალში სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ოღონდ, ჰამილტონი ამას „მაკლარენის“ მანქანით აკეთებდა, „მერსედესისა“ კი ჯერ გამარჯვებისთვის ვერ ქაჩავს.

კანადის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:25.425
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:25.512
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:25.897
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:26.008
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:26.208
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:26.504
7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)               1:26.543
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:27.348
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:27.432
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:27.946
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:29.435
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:29.761
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:29.917
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:30.068
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:30.315
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:30.354
- - - - - - - - - -
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:24.908
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:25.626
19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:25.716
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:26.508
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:27.062
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:27.110


განლაგება სტარტზე
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)

22. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)

No comments:

Post a Comment