Friday, June 7, 2013

„ასტონ მარტინი“ უნივერსალ „რეპიდის“ გამოუშვებას აპირებს

Aston Martin Rapide wagon headed for production?
7 ივნისი
ჟენევაში „ასტონ მარტინმა“ და „ბერტონემ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ჯეტ 2+2“ წარადგინეს. ეს ავტომობილი ერთჯერადი კონცეპციაა, რომელიც „ბერტონემ“ შეკვეთით, ბრიტანული კომპანიის სედან „რეპიდის“ ბაზაზე დაამზადა. თუმცა აშკარაა, რომ სერიულ წარმოებაში მოხვედრის დიდი შანსიც აქვს.

„ავტოქარის“ ჟურნალისტი სტივ სატკლიფი ამბობს, რომ „ასტონ მარტინმა“ შესაძლოა კონცეპტუალური „ჯეტ 2+2“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვას და ამ შემთხვევაში, ეს იქნება ბრიტანული კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი. სატკლიფს ამ ავტომობილის ტესტირების საშუალება მიეცა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ის ამბობს, რომ თუ „ასტონი“ მის გამოშვებას გადაწყვეტს, მხოლოდ რამდენიმე ათეული შეიძლება დაამზადოს.
„ასტონ მარტინში“ არ მალავენ, რომ უნივერსალის ძარიანი (ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ) ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილება განიხილება. თუმცა არსებობს რამდენიმე წინააღმდეგობა, რომლებიც ამ მიზნის განხორციელებას ხელს უშლის. ასევე განიხილება ასეთი ავტომობილის სახელის ვარიანტები. მათ შორის, ყველაზე დიდი შანსია, რომ მას „რეპიდ შუტინგ ბრეიკს“ დაარქმევენ.
განხილვის საგანია ავტომობილის წარმოების ადგილიც. „ასტონ მარტინში“ ამბობენ, რომ თუ მხოლოდ 10 ცალი ან ნაკლები დამზადდება, ამ საქმეს „ბერტონეს“ ჩააბარებენ. თუ მეტის წარმოება გადაწყდა, მაშინ მისთვის უკეთესი ადგილი, „ასტონ მარტინის“ გეიდონის ქარხანა იქნება.
რაც შეეხება ფასს, თუ უნივერსალის წარმოება გადაწყდა, ის კომპანიის ტოპ მოდელი გახდება. ანუ, „ასტონის“ ყველაზე ძვირი ავტომობილი იქნება. ეს ნიშნავს, რომ 300 000 დოლარზე მეტი ეღირება, რადგან დაახლოებით ამდენი ღირს ამ ეტაპზე „ასტონის“ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი „ვენქვიში“.

No comments:

Post a Comment