Wednesday, June 26, 2013

„დრაისონ რეისინგმა“ ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი დაამყარა

Drayson Racing Sets New World Land Speed Record for Electric Cars
25 ივნისი
ბრიტანულმა სარბოლმა გუნდმა ელექტრომობილების კლასში სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლე მანის ტიპის სარბოლო პროტოტიპ B12 69/EV-ს ელექტრული ვერსიით, ბრიტანეთის მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა და ავტო მრბოლმა, ლორდმა პოლ დრეისონმა, 328.604 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
ახალი რეკორდი ინგლისში, სამხედრო-საჰაერო ბაზა ელვინგტონის ასაფრენ ბილიკზე დამყარდა. ლორდმა დრაისონმა გააუმჯობესა ძველი რეკორდი (281.6 კმ/სთ), რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო.
„ძალიან გახარებული ვარ, რომ რეკორდის გაუმჯობესება შევძელით. თანაც, გარდა იმისა რომ სწრაფია, ჩვენი მანქანა გამძლე და საიმედოცაა. „დრეისონ რეისინგი“ ელექტრომობილების ტექნოლოგიების ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელიც ყველა სიახლეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში ცდის, როგორც ეს ახლახანს გავაკეთეთ. ამ რეკორდით ჩვენ კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ ბრიტანეთის ლიდერის როლი ელექტრული ავტომობილების ინდუსტრიაში და მიხარია, რომ ელექტრომობილების რევოლუციაში მოწინავე პოზიციაზე მეც ვარ. და ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. უფრო მეტი რეკორდის დამყარებას ვეცდებით“, - განაცხადა ლორდმა დრეისონმა.

ბრიტანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ იმ რეკორდთაგან, რომლის გაუმჯობესებასაც გეგმავს, ელექტრომობილების აჩქარების რეკორდია.

No comments:

Post a Comment