Friday, June 7, 2013

კანადურ პრაქტიკებზე ალონსო უსწრაფესია

Alonso fastest in Canada practice
7 ივნისი
კანადა, მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი, ფ1-ს წვიმით დახვდა. პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, მრბოლებს სველ ტრასაზე მოუწიათ ასპარეზობამ, რაც მათს შედეგებზე აისახა კიდეც. ასეთ სიტუაციაში კი ყველაზე უკეთ ორიენტირება პოლ დი რესტამ შეძლო, ვინც საბოლოოდ, ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, მეორე პრაქტიკამ წვიმის გარეშე ჩაიარა და ასეთ „სამუშაო“ ვითარებაში, ყველას ფერნანდო ალონსომ აჯობა. რა თქმა უნდა, ორი პრაქტიკის ჯამშიც უსწრაფესი ესპანელი იყო.
ორი სესიის ჯამში, მეორე უსწრაფესი იყო კანადური დიდი პრიზის სამგზის გამარჯვებული ლუის ჰამილტონი, რომელიც ალონსოს მხოლოდ 0.012 წამით ჩამორჩა. დი რესტა კი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სესიის თავის დროს ოთხ წამზე მეტი მოაკლო, მხოლოდ მე-13 ადგილს დასჯერდა.
რა თქმა უნდა, გამარჯვება ალონსოს მთავარი მიზანია, თუმცა ის ამბობს, რომ მთავარია, სებასტიან ფეტელზე წინ დაამთავროს რბოლა, რათა გერმანელთან ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ალონსო კლასიფიკაციაში მესამე ადგილზეა და გერმანელს 29 ქულით ჩამორჩება. არადა, პირველ ექვს ეტაპზე, ორი გამარჯვება და ერთი მეორე ადგილი დაუგროვდა.

წვიმის მიუხედავად, სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. მხოლოდ პასტორ მალდონადოს დაუზიანდა მანქანა  და ამის გამო, პირველი სესია მან ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

კანადის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:21.020
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:21.108
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:21.258
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:21.308
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:21.608
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:22.068
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:22.402
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         1:22.587
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:23.047
~10. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:23.131
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:23.341
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:23.352
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:23.386
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:23.417
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:23.957
16. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)        1:25.054
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:25.354
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:25.753
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:25.821
20. ალექსანდერ როსი (აშშ, კატერჰემი)                         1:27.143
21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:27.522
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:29.306

მეორე პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:14.818
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:14.830
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:15.083
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:15.212
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:15.249
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:15.254
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:15.280
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                1:15.396
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:15.422
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:15.566
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:15.599
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:15.661
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:15.855
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:16.319
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)              1:16.351
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:16.374
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:16.475
18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:16.929
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:17.070
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       1:17.236
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:17.888
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:18.392

No comments:

Post a Comment