Tuesday, June 18, 2013

მომავალ სეზონს ალბათ ბაჰრეინის დიდი პრიზი გახსნის

Melbourne admits loss of season open date likely
18 ივნისი
მელბურნმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ფ1-ის მომავალ სეზონში გამხსნელი ეტაპი ავსტრალიის დიდი პრიზი არ იქნება. ჯერ მომავალი სეზონის 21-რბოლიანი კალენდრის გამოქვეყნებამდე ბევრი დროა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გამხსნელი ეტაპი ბაჰრეინში ჩატარდება.

როგორც წესი, ავსტრალიური რბოლა მარტის მესამე კვირას ტარდება ხოლმე. მისი თარიღი არც შეიცვლება. სამაგიეროდ, ბაჰრეინის რბოლა მარტის დასაწყისში გადმოინაცვლებს. გაზეთ „სანდი ჰერალდ სანის“ ინფორმაციით, ბაჰრეინის ეტაპი 2 მარტს ჩატარდება და მას მელბურნის რბოლა ორ კვირაში მოჰყვება.
ყოველივეს მიუხედავად, ავსტრალიის დიდი პრიზის ორგანიზატორი კორპორაციის შეფი ენდრიუ უესტაკოტი კმაყოფილია იმით, რომ მისი რბოლის თარიღი არ შეიცვლება და ამგვარად, ის დროში ასცდება სპორტის სხვა სახეობათა ტურნირებს, რომლებსაც მელბურნი მასპინძლობს.
„ჩვენი მიზანი ისაა, რომ ავსტრალიის დიდი პრიზი, მარტის მესამე კვირას დარჩეს. 2006 წელს რბოლა აპრილის დასაწყისში გავმართეთ და მაშინ, დაახლოებით 300 000 მაყურებელი გვყავდა“, - ამბობს უესტაკოტი, რიტაც მიანიშნებს, რომ გამხსნელი ეტაპის წოდების დაკარგვა მას სულაც არ ადარდებს.
სავარაუდოდ, მომავალი სეზონის კალენდარს FIA აგვისტოში დაამტკიცებს. მასში 21 რბოლა შევა, რომელთაგან ორი - ნიუ ჯერსის და სოჭის რბოლები პირველად ჩატარდება. მაგრამ როგორც ვებგვერდი „სპიდ უიკ“ ირწმუნება, ეტაპების რიცხვის ზრდით გუნდები უკმაყოფილოები არიან და მათ სურთ, რომ ლოგისტიკური სირთულეების მოსახსნელად, კარგი იქნება, თუ კალენდრიდან ინდური და კორეული ეტაპები ამოვარდება.

კორეულ რბოლას FIA-სთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მსხვილი მეგაპოლისებიდან ტრასა ძალიან დაშორებულია, რბოლას ცოტა მაყურებელი ესწრება. ამიტომ, ადგილობრივ ხელისუფლებას ის ტვირთად აწევს. რაც შეეხება ინდოეთს, ის ამ სეზონში ფინანსურად უზრუნველყოფილია. მაგრამ თუ იმავე „სპიდ უიკს“ დავუჯერებთ, ინდური რბოლის პრომოუტერი „ჯეიპი“ ჯგუფი გაკოტრებამდე ერთ ნაბიჯშია...

No comments:

Post a Comment