Friday, June 14, 2013

„ბეემვე-ტოიოტას“ ერთობლივი კუპე „სუპრას“ მსგავსი იქნება

Toyota Chairman Says BMW Joint Venture Coupe Should be Like the Supra
14 ივნისი
იმ მომენტიდან, როგორც კი „ტოიოტამ“ და „ბეემვემ“ ერთობლივი პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს და გამოაცხადეს, რომ ამ პროექტებს შორის, ახალი კუპეს შექმნაა, საავტომობილო მედიაში გაცნდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი „სუპრას“ შემცვლელი იქნება. მაშინ ამ ვარაუდს საფუძველი „ბეემვეს“ წყარომაც შეუქმნა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩვენ „სუპრას“ ხელახლა დაბადების მოწმენი გავხდეთ.
და აი, ახლახან „ტოიოტას“ დირექტორთა საბჭოს მომავალმა თავმჯდომარე ტაკეში უჩიამადამ, ვინც ამ პოსტზე მალე ფუძიო ჩოს შეცვლის, განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩება, თუ „ბეემვესთან“ ერთობლივად შემუშავებული საშუალო ზომის სპორტული ავტომობილი, „სუპრას“ შესადარი იქნება.
უჩიამადა „პრიუსის მამის“ მეტსახელითაცაა ცნობილი, რადგან სწორედ ისაა ამ პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილის წარმატების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. ის ამბობს, რომ თუ ახალი ავტომობილი „სუპრას“ კლასის კუპე იქნება, ასე მოხერხდება მასა და GT86-ს შორის შიდა კონკურენციის თავიდან აცილება. თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის მასში არ მონაწილობდა.
„ეს ისაა, რაც მე მინდა, მე ის არ ვარ, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს. შეცდომას დავუშვებთ, თუ ეს ორი ავტომობილი ერთნაირი იქნება“, - ამბობს უჩიამადა. შეგახსენებთ, რომ GT86 „ტოიოტას“ და „სუბარუს“ ერთობლივი პროდუქტია და ბაზარზე სოლიდური მოთხოვნით სარგებლობს. ამავე ავტომობილის თავის ვარიანტს, სახელად BRZ-ს, „სუბარუც“ აწარმოებს.
ჯერჯერობით, „ტოიოტაც“ და „ბეემვეც“,მათს ერთობლივ ავტომობილზე ინფორმაციას პრაქტიკულად არ ავრცელებენ. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი მის საკუთარ ვერსიებს გამოუშვებენ. არსებობს ვარაუდი, რომ იაპონური კომპანია ერთობლივი კუპეს მისეულ კონცეპტუალურ ვერსიას, ტოკიოს წლევანდელ ავტო შოუზე წარადგენს.
ცნობისათვის, მესამე და ჯერჯერობით ბოლო თაობის „სუპრას“ „ტოიოტა“1992-2002 წლებში აწარმოებდა.

No comments:

Post a Comment