Thursday, June 13, 2013

ავტომობილი მათთვის, ვისთვისაც მდიდრული იახტაც ცოტაა...

$3 Million eleMMent PALAZZO RV is a Super Luxurious Yacht on Wheels
13 ივნისი
მთელს მსოფლიოში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ზოგს შია, ზოგს სახლი არ აქვს, ზოგსაც სახლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მაგრამ არიან ისეთებიც, ოღონდ გაცილებით ცოტანი, ვისთვისაც ერთი მდიდრული ვილაც კი ცოტაა. ასეთები საკუთარი თვითმფრინავებით მგზავრობენ, მათ საკუთარი სუპერ იახტები ემსახურებათ, რომლებითაც შეიძლება პლანეტას ისე შემოუარონ, ვერაფერი გაიგონ.

ასეთები განსაკუთრებით ბევრნი ნავთობის მხარეში არიან. შეიხებს ყველაფერი გამორჩეული, განსაკუთრებული და ბრწყინვალე უყვართ. მათ შეიძლება დიუნებში საგრიალოდ, სატუნინგო კომპანიას ისედაც ძალიან ძვირი ავტომობილი, ოქრთი, ან პლატინით დააფარინონ. ახლახანს, ბაჰრეინის შეიხმა, თავისი ძველი „რეინჯ როვერი“ ფულის მონეტებით მოავარაყებინა. ზოგს ოქროთი და პლატინით დაფარული ძარაც არ ჰყოფნის და მაჩვენებლების დაფას ძვირფასი ქვებით ალამაზებენ...
ავსტრიულმა კომპანია „მარკი მობილემ“, სწორედ ასეთი უცნაური გატაცებების მქონე შეიხებისთვის, დაამზადა მოძრავი მინი აპარტამენტი, თუ გინდათ, ბორბლებიანი სუპერ იახტა, სახელად „ელეMMენტ პალაცო“, რომელსაც 3 მილიონ დოლარად ჰყიდის. ბოროტი ენები ამბობენ, ამ უცნაური ფორმის მანქანის დამზადბა, მის ფასის დაახლოებით მეოთხედი დაჯდაო. მაგრამ შემკვეთს (მისი ვინაობა უცნობია) ეს არ ანაღვლებს - მან ის პროდუქტი მიიღო, რომელიც შეუკვეთა.
„პალაცოში“ არის ყველაფერი, რაც შეიძლება გართობის მოყვარულ ადამიანს დასჭირდეს. გადაადგილებისას, „პალაცო“ „დაკეცილია“, რათა გზაზე ნაკლები ადგილი დაიკავოს. და თუ ბანაკის დაცემას მოისურვებთ, ის იშლება - თავზე ტერასა ედგმება, გვერდზე მოზრდილი სეგმენტი და წუთებში სასახლეს მიიღებთ. აქ არის საძინებელი და მისაღები ოთახები, რომლებშიც დიდეკრანიანი ტელევიზორები დგას. ამ მოძრავ სახლს, გზაზე 150 კმ/სთ სიჩქარის აკრეფაც კი შეუძლია...

ისე, ვინც ფორმულა ერთის ავან-ჩავანი იცის, მისთვის „პალაცო“ განსაკუთრებული არაფერია - დიდი პრიზების ცირკის გუნდებს, ტრეკიდან ტრეკზე თან დააქვთ უზარმაზარი მოტორჰოუმები, რომლებშიც სამი-ოთხი „პალაცო“ ჩაეტევა. ოღონდ, ასეთ მოტორჰოუმებს (მოტორიზებულ სახლებს) რამდენიმე ტრაილერი დაათრევს, მათს გაშლას კი ამ საქმეზე დახელოვნებული პერსონალი რამდენიმე საათს ანდომებს...

No comments:

Post a Comment