Wednesday, June 12, 2013

„ფორდ ფიესტა“ - 5.74 ლ/100 კმ მაგისტრალზე

2014 Ford Fiesta Gets Amazing 41 MPG Highway
12 ივნისი
„ფორდ ფიესტა“ არამხოლოდ თავისი კოხტა გარეგნობით იზიდავს მყიდველს, არამედ საწვავის ეკონომიური ხარჯითაც. ამიერიდან კი ეს ფაქტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ოღონდ, იმ მოდელებისთვის, რომლებიც 1.6-ლიტრიანი ძრავით, მასთან შეწყვილებული 6-საფეხურიან ავტომატურ კოლოფ „პაუერშიფტით“ და სპეციალურ პაკეტ „სუპერ ფიუელ ეკონომით“ არის აღჭურვილი.
მაგისტრალზე მოძრაობისას, 5.74 ლიტრი ბენზინი 100 კილომეტრზე ძალიან კარგი შედეგია ავტომობილისთვის, რომელიც სერია ეკობუსტის ძრავით არაა აღჭურვილი. თანაც, ესაა პირველი არაჰიბრიდული „ფორდი“, რომელსაც ასეთი მოკრძალებული აპეტიტი აქვს. ამ მხრივ, უფრო ეკონომიურია „ტოიოტას“ ჰიბრიდული „პრიუს  C“, თუმცა ეს ჰიბრიდული ავტომობილია და „ფიესტასთან“ მისი შედარება უხერხულია.
ქალაქში, ზემოთ დასახელებული პაკეტით, „ფიესტა“ ასი კილომეტრის გასავლელად 7.84 ლიტრ საწვავს მოიხმარს, კომბინირებული ციკლით კი - 6.9 ლიტრს. ესეც შესანიშნავი მაჩვენებლებია, რომლებიც როგორც წესი, ლაბორატორიულ პირობებშია მიღებული და ავტომობილის იდეალურ პირობებში ექსპლუატაციისას შეიძლება მიაღწიოთ.
„2014 წლის მოდელი, „ფიესტასთვის“ ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება. „ფიესტა ST-ს“ და 1.0-ლიტრიანი ეკობუსტ ძრავის (რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა წლის საუკეთესო ძრავი) გათვალისწინებით, ჩვენ ფანტასტიურ მახასიათებლებს და საწვავის ეკონომიას ვაღწევთ. ამ ახალი ავტომობილით კი მყიდველის არჩევანი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს „ფორდ ფიესტას“ მარკეტინგის მენეჯერი ლიზ ელსერი.

No comments:

Post a Comment