Wednesday, June 26, 2013

ირვ გორდონის 5 მილიონი კილომეტრი

They Don’t Make Them Like They Used to: Man Nears 3 Million Mile Mark in 1966 Volvo P1800
25 ივნისი
რამდენის გავლა შეუძლია საშუალო სტატისტიკურ ავტომობილს? თუ ვინმე გეტყვით, რომ თავის ოთხთვალა მაგობართან ერთად, ნახევარი მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი, ალბათ გაოცებული დარჩებით. ლაპარაკი აღარაა მილიონზე - ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პლანეტას, ეკვატორული სარტყლის გასწვრივ, 25-ჯერ შემოუაროთ... და როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როცა შეიტყობთ, რომ ვინმე ირვ გორდონს, თავისი „ვოლვო P1800-ით“, რომელიც 1966 წელს შეიძინა, უკვე 4.8 მილიონზე მეტი კილომეტრი აქვს გავლილი?

ამერიკელი ავტომობილისტი და მისი „ვოლვო“ უკვე 47 წელია მეგობრობენ და საშუალოდ წელიწადში 100 000 კილომეტრზე მეტს გადიან. ანუ, დღეში საშუალოდ 273 კილომეტრზე მეტს. გორდონი ამბობს, რომ არასდროს უფიქრია მილიონი კილომეტრის გავლაც კი. მითუმეტეს, ორის. უბრალოდ, ჩემი „ვოლვოს“ მართვა და მასთან ერთად მოგზაურობა მსიამოვნებსო...
გორდონი ახლა 73 წლისაა. ის ყოფილი მასწავლებელია. წარმოშობით შტატ ნიუ იორკის ქალაქ პატჩოგედანაა, რომელიც კუნძულ ლონგ აილენდის სამხრეთ სანპიროს სიახლოვეს მდებარეობს. თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ თავის ავტომობილში ცხოვრობს, რომელიც ყოველდღიურად იცვლის მისამართს - ორის გარდა, აშშ-ის ყველა შტატშია ნამყოფი. ეს ორი ჰავაი და ალასკაა. პირველს გასაგები მიზეზის გამო ვერ მიაღწევდა, მეორეს მალე, სექტემბერში ეწვევა და მეხუთე მილიონსაც იქ შეასრულებს.

No comments:

Post a Comment