Saturday, June 8, 2013

„ფორდ ფიუჟნი“ 1.5-ლიტრიანი ეკობუსტით

Ford Fusion 1.5-liter EcoBoost Packs 178 HP
8 ივნისი
„ფორდი“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს სერია ეკობუსტის ძრავებს, რომლებიც იმდენად ეფექტურია, რომ მცირელიტრაჟიანებიც კი, საშუალო ზომის მოდელებზეც უკვე ხშირად გვხვდება. მაგალითად, სედან „ფიუჟნზე“, რომელიც მალე 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტით აღიჭურვება.

ამჟამად, „ფიუჟნზე“ 1.6-ლიტრიან ეკობუსტს იყენებენ, რომელიც 178 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ახალი ძრავით აღჭურვილი „ფიუჟნის“ მონაცემები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცისფერი ოვალი აცხადებს, რომ ეს აგრეგატი იმავე სიმძლავრეს იძლევა, რასაც 1.6-ლიტრიანი, მომენტი კი ნაკლებიც კი აქვს. მაშ, რა საჭიროა ახალი ძრავი, თუ ის ძველს არ სჯობს?
საქმე ისაა, რომ ამერიკული კომპანია 1.5-ლიტრიან აგრეგატზე რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეს იყენებს, რომლებიც პირველად 1.0-ლიტრიან ეკობუსტზე დანერგა. ამ ტექნოლოგიების (მათ შორისაა ახალი გამოსაბოლქვი კოლექტორი) წყალობით, ის უფრო ეკონომიურიცაა და მისი გამონაბოლქვი უფრო ნაკლებ მავნე ნივთიერებებსაც შეიცავს.
„ფორდი“ ამბობს, რომ ახალი ძრავით აღჭურვილი „ფიუჟნი“ გაცილებით ეკონმიური იქნება 1.6-ლიტრიან ვერსიაზე, რომელიც ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად 9.4 ლიტრი ბენზინი სჭირდება, მაგისტრალზე კი ხარჯი 6.5 ლიტრამდე მცირდება.

No comments:

Post a Comment