დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 13, 2013

„მერსედესი“ ახალი S-კლასის პირველი ჩვენებისთვის ემზადება

Mercedes-Benz to Reveal New S-Class at the Airbus A380 Delivery Centre
13 მაისი
15 ივნისს, ქალაქ ჰამბურგში, „მერსედეს-ბენცი“ თავის ფლაგმან სედან S-კლასის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. ღონისძიებისთვის სამქიმიანებმა მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო ავიალაინერ „ერბას 380-ის“ მიწოდების ცენტრი აირჩიეს. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ახალი ავტომობილის ბროშურიდან გადაღებული ფოტოები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლებზეც კარგად ჩანს ახალი ავტომობილი.
„ახალი S-კლასი, თანამედროვე მდიდრული ავტომობილის განსახიერებაა, ჰამბურგი კი შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ ეს ავტომობილი მსოფლიოს სწორედ აქედან გავაცნოთ. ჰამბურგის პორტი გერმანიის საექსპორტუ უნარის და გერმანული პროდუქციის მთელს მსოფლიოში პოპულარობის სიმბოლოა. იმავდროულად, ის არის ჩინეთთან ევროპის ვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბი. ჩინეთი კი ახალი S-კლასის მთავარი ბაზარი იქნება“, - ამბობს „მერსედეს-ბენცის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იოახიმ შმიდტი, ვინც გაყიდვებს და მარკეტინგს კურირებს.


„დაიმლერმა“, რომლის მფლობელობაშიცაა „მერსედეს-ბენცი“, გერმანიაში სიდიდით მეორე (ევროკავშირში მეექვსე) ქალაქ ჰამბურგის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ქალაქის მოსახლეობა 1.8 მილიონია (მეტროპოლიაში 5 მილიონამდე ცხოვრობს). ჰამბურგი გერმანიის უმდიდრეს ქალაქადაა მიჩნეული - ქვეყნის მასშტაბით, მის მოსახლეობას საშუალოდ ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს. ჰამბურგში თავისი ფილიალები და ევროპული შტაბ-ბინები გახსნილი აქვს დაახლოებით 440 ჩინურ კომპანიას. ამ მხრივ, ჰამბურგს ძველ კონტინენტზე კონკურენტი არ მოეპოვება.

რაც შეეხება ახალ S-კლასს, მის გარეგნობაში გამოყენებულია კონცეპტუალური F700-ის ელემენტები. პირველ რიგში, ეს ზორბა რადიატორს ეხება, რაც ავტომობილს მონუმენტურ იერს აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, შტუტგარტელები ელექტრულ-დიზელის პლაგ-ინ ჰიბრიდულ S-კლასზეც მუშაობენ. სედანის ბაზაზე ასევე გამოვა მისი კუპე და კაბრიოლეტი ვერსიები. სამქიმიანები აუცილებლად გამოუშვებენ გრძელბაზიან „S600 პულმანს“, რომელმაც მათი გამიდან ამოვარდნილი „მაიბახის“ ადგილი უნდა შეავსოს.

No comments:

Post a Comment